Главная » 2015 » დეკემბერი » 30 » როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
22:03
როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში

1. ზამთარში სინათლის მოყვარულ მცენარეებს დამატებითი განათება ესაჭიროებათ. ამისთვის რეკომენდებულია 40-ვატიანი ნათურები, რომლებიც უნდა განლაგდეს მცენარეთა წვეროებიდან 20-30 სმ-ის მანძილზე.

2. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებას სითბოს მოყვარულ მცენარეებისთვის (ბეგონია, კოლეუსი, სენპოლია, მონსტერა, პალმა). აუცილებელია 18-200C ჰაერის ტემპერატურა. სიცივეგამძლეთათვის (ფურისულა, ჰორტენზია, ყოჩვარდა) საუკეთესოა 12-140C  .

3. ფანჯრის რაფაზე განლაგებული მცენარეები დაიცავით ცივი ჰაერისგან, რისთვისაც საჭიროა ღრიჭოების ამოგლესვა  საგოზავით და ოთახში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება.

4. უდაბნოს კაქტუსებს აქვს მოსვენების გამოხატული პერიოდი, რომლის დროსაც მათთვის ოპტიმალური ტემპერატურა 8-100C-ია, ამიტომ ზამთარში ისინი უნდა მოთავსდეს გრილ ოთახში ან რაფებზე.  

Категория: აგარაკი | Просмотров: 2495 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar