Главная » 2015 » ნოემბერი » 29 » როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა
13:04
როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა

სანამ საქროწინო კაბას შეარჩევდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს რამდენიმე მომენტი, რომელზე ყურადღებაც ქორწილამდე ყველა პატარძალმა უნდა გაამახვილოს. პირველ რიგში, უნდა გაერკვეთ, როგორი სტილის საქორწინო კაბა გსურთ გეცვათ. გახსოვდეთ, რომ კარგი ფერის გარდა ის ორიგინალურიც უნდა იყოს. სტუმრების ფონზე მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეთ, რადგან ამ დღის მთავარი გმირი თქვენ უნდა იყოთ. 


შეადგინეთ საქორწინო სალონების სია, რომლების მონახულებასაც აპირებთ. შეგიძლიათ, ქორწილამდე გაცილებით ადრე საქორწინო მაღაზიებში დარეკოთ და ჰკთხოთ, ფასდაკლების აქცია ხომ არ აქვთ ან მომავალში ხომ არ პირებენ განახორციელონ. ფასდაკლების აქციები ხშირია და საპატარძლო სამოსი შესაძლოა საკრძნობლად დაბალი ფასით შეიძინოთ. 
ამასთან, სალონების მენეჯერებს კარგად ჰკითხეთ კაბების გასინჯვის ფასის შესახებ, ზოგან ეს მომსახურება ფასიანია, შემდეგ თქვენთვის უსიამოვნო მოულოდნელბად რომ არ იქცეს.
 
გამოუყავით თქვენს თავს ერთი დღე, რომელსაც მთლიანად შესაძენი საქორწინო კაბის ძებნას მიუძღვნით. ამ დღეს სხვა არანაირი პრობლემა არ უნდა გაწუხებდეთ. 


თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ რომელიმე ჟურნალში ან ინტერნეტში კაბა, მისი სურათი სალონში აუცილებლად წაიღეთ. ამით დროს დაზოგავთ, რადგან კონსულტანტებს უკვე ეცოდინებათ რა სტილის კაბას ეძებთ და რა შემოგთავაზონ. 
სალონში წაიღეთ ფეხსაცმელიც, რომელსაც ქორწილში ჩაიცვამთ, როგორც წესი მას კაბაზე ადრე ყიდულობენ. იმ შემთხვევაში თუ ფეხსაცმელი ჯერ არ შეგიძენიათ, მაშინ წაიღეთ ისეთი ქუსლისა და სტილის ფეხსაცმელი, რომლის მსგავსის ყიდვასაც აპირებთ. ამ შემთხვევაში კაბის შერჩევა გაცილებით გაგიადვილდებათ. 


ბევრი საპატარძლო სამოსის ჩაცმა მოგიწევთ, ამიტომ ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს. წინააღმდეგ შემთხვევაში გასასინჯად ჩაცმული სამოსი შესაძლოა დასვაროთ ან გამყიდველმა გთხოვოთ მაკიაჟის მოშორება. 


საპატარძლო კაბის გასინჯვისას დაჯექით, ადექით, ხელები მაღლა აწიეთ, იმოძრავეთ, იცეკვეთ სარკის წინ. შეაფასეთ, რამდენად მოხერხებულად იქნებით მასში, ხომ არ შეაფერხებს ის ქორწილში თქვენს მოძრაობებს. 


საქორწინო სამოსის შესარჩევად წაიყვანეთ ისეთი ადამიანი ვის გემოვნებასაც ენდობით. კონსულტანტის მტკიცებას, რომ “კაბა ძალიან გიხდებათ” ძალაიანაც არ ენდოთ. დაუჯერეთ თქვენს თვალებსა და თანმხლებ სანდო ადამიანს. ამასთან გახსოვდეთ, პირველი, რაც ქალს ალამაზებს, ეს კარგი განწყობა და ღიმილია. 

 

Категория: რჩევები | Просмотров: 2147 | Добавил: popularsge | Теги: საქორწინო კაბის შერჩევა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar