17:56 როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას ხალხური მედიცინის მიხედვით | |
1.ფეხებზე ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში ყოველ დილით ფეხებზე დაიყარეთ დანაყილი ბორის მჟავა (განსაკუთრებით თითებს შორის) და ჩაიცვით სუფთა წინდები. საღამოს ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე ორი კვირის განმავლობაში. პროცედურის ბოლოს ფეხიდან ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი გაქრება. 2. ფეხები ყოველ საღამოს გრილი წყლით დაიბანეთ. 3. ფეხების ოფლიანობის შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნაყენი: 300 გრ კარგად დაქუცმაცებული მუხის ქერქი 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ 2 ლიტრ წყალში. გადაწურვის შემდეგ ნახარშს დაუმატეთ კიდევ ორი ლიტრი წყალი. ფეხები წყალში ჩაყავით და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გაიმრეორეთ კვირაში ერთი-ორჯერ. უმჯობესია პროცედურა ჩაიტაროთ საღამოობით. 4. ასევე კარგია შემდეგი ნაყენი: 6 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ჭურჭელს თავი დაახურეთ და დაადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, 1 ლიტრი წყალი დაუმატეთ და ისევ გააეცხლეთ. დამზადებულ ნაყენში ფეხები მანამ გქონდეთ, ვიდრე სითხე არ გაცივდება. 5. ხელების ოფლიანობის შემთხვევაში კარგია შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს და 1 ჩაის კოვზ კრაზანას ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი ძმარი. ჩაყავით ხელები და გააჩერეთ 15-20 წუთი. 6. თუ სახე გიოფლიანდებათ, სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი ნაყენი: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა გადადუღებული წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთს. როცა გაგრილდება, ამოავლეთ შიგ ბამბა და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ სახის კანი. | |
|
Всего комментариев: 0 | |