Главная » 2015 » დეკემბერი » 25 » როგორ ვუშველოთ ჰერპესს?
22:55
როგორ ვუშველოთ ჰერპესს?

მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს დრო და დრო აწუხებს ჰერპესი, რომელსაც იწვევს ორგანიზმში დაბუდებული ჰერპესის ვირუსი. მისი მოშორება არც ისე ადვილია, რადგან ის თავს აფარებს ლიმფურ და ნერვულ კვანძებს და შეიძლება წლობით არ გაგვახსენოს თავი. 


საბედნიეროდ, არსებობს ეფექტური ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ბრწყინვალედ ებრძვიან ჰერპესს: 


ბარამბო _ ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული ზემოქმედება. კანზე ქმნის დამცველ ფენას, რაც ხელს უშლის უჯრედში ვირუსის შეჭრას. დღეში რამდენჯერმე წაისვით ჰერპესზე ბარამბოს მალამო ან მისი ნაყენი (10 გ ფურცელი: 100 მლ 70%-იან სპირტზე).


ცილა და ვიტამინი C _ მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ნატურალური მაწონი, კვერცხი, ხაჭო და ყველი. ეს ცილებით მდიდარი პროდუქტები შეიცავენ ამინომჟავას ლიზინს, რომელიც ხელს უშლის ჰერპესის ვირუსის გამრავლებას. გარდა ამისა, რაციონში ჩართეთ C ვიტამინით მდიდარი ციტრუსები და ასკილის ნახარში, რომელიც შესანიშნავად ებრძვის ჰერპესს. 


სამკურნალო თიხა _ ის ახმობს ჰერპესის ბუშტუკებს, აქვს ბრწყინვალე ანთებსაწინააღმდეგო თვისებები. გააკეთეთ 1 ს/კ თიხის სქელი ფაფა, წაისვით ჰერპესზე და არ მოიშოროთ, ვიდრე არ გახმება. 


თუთიის მალამო _ თუთიის მალამო ან თუთიის წყალი სწრაფად უმკლავდება ჰერპესს. 4 გ თუთიის სულფატი გახსენით 100 მლ ცივ ანადუღარ წყალში. დაასველეთ მარლა და დაიდეთ ბუშტუკებზე.  

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 2563 | Добавил: popularsge | Теги: ჰერპესი, ჯანმრთელობა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar