Главная » 2016 » იანვარი » 12 » როგორი პაემანი გექნებათ ზოდიაქოს ნიშნებთან
23:54
როგორი პაემანი გექნებათ ზოდიაქოს ნიშნებთან

ვერძი მხიარული კომპანიონია. პაემანი შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას დაგინიშნოთ. ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. მთავარია, დრო სასიამოვნოდ გაატაროს. 
კუროს ერთი ნახვით არასდროს შეუყვარდება. ის ყველაფერს აანალიზებს და გონებით მოქმედებს. გურმანია. ამიტომ, თუ მის გვერდით ყოფნა გადაწყვიტეთ, გემრიელი კერძი თავად მოუმზადეთ. 


ტყუპს მალე უყვარდება, მაგრამ პაემანს ათასჯერ მაინც გადაგადებინებთ, რადგან მუდამ მოუცლელია. მას სიახლეები უყვარს და ავანტიურისტია. პაემანზე შესაძლოა, იმდენი ილაპარაკოს, რომ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხოთ. 


კირჩხიბი პაემანს აუცილებლად მყუდრო კაფეში დაგინიშნავთ. რომანტიკული გარემო მოსწონს. უგონოდ შეყვარებულიც რომ იყოს, პირველ პაემანზე საკუთარ გრძნობებს არ გაგიმჟღავნებთ. ძალიან ფრთხილია. თქვენმა ერთმა უხეშმა სიტყვამ ან ქცევამ შესაძლოა, გული ატკინოს. 


ლომთან შეხვედრა ყველაზე მოდურ კლუბში მოგიწევთ. პაემანი პატარა წარმოდგენას ჰგავს. იგი, რა თქმა უნდა, მთავარ როლში უნდა იყოს. აავსეთ ქათინაურებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მას შესაფერი პარტნიორი სჭირდება. ამიტომ, თავადაც ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეთ. 


ქალწული ზედმეტად კრიტიკულია. ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს. უყვარს ჭკვიან ადამიანებთან საინტერესო თემებზე საუბარი. გაუნათლებელ ადამიანთან იგი მოიწყენს და, რაც მთავარია, მასთან პაემანზე არ დააგვიანოთ. 


სასწორი რომანტიკული ადამიანია. უყვარს ლამაზი ნივთები და ადამიანები. მასთან პაემანზე ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეთ. თქვენი ნაყიდი ყვავილები რომ არ დაიწუნოს, თაიგული მასთან ერთად შეარჩიეთ. ხელოვნებაზე ან მოდურ ტენდენციებზე ესაუბრეთ. 


მორიელმა ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურმა ნიშანმა, პაემანი შესაძლოა, საკუთარ საწოლში დაგინიშნოთ. თავი ძლიერ და  განათლებულ ადამიანად უნდა მოაჩვენოთ. სუსტებს ჩაგრავს, უვიცებს კი მახსრად იგდებს. 


მშვილდოსანი თავისუფლების მოყვარული, მხიარული და ენერგიული ადამიანია. არ უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გახსოვდეთ, რომ მას გართობა უფრო იზიდავს, ვიდრე _ ქორწინება. 


თხის რქა სერიოზული ნიშანია და საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი ადამიანები ხიბლავს. შესაძლოა, მის გვერდით თავი უხერხულადაც იგრძნოთ, რათა თქვენს ყოველ სიტყვას და ქცევას აკვირდება. თუ მოეწონეთ, ქორწინებაზეც დაგითანხმებთ. 


მერწყული თავისუფლების მოყვარული ნიშანია და თავიდან მოგიშორებთ, თუ თავს მოაბეზრებთ. აცადეთ, თავად დაგინიშნოთ პაემანი. შეხვედრა მხიარულ და სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაივლის. მთავარია, მხარი აუბათ და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. 


თევზები საკაოდ რომანტიკული და სენტიმენტალური ნიშანია. მასთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. ხშირად შეაქეთ, იზრუნეთ მასზე. მიახვედრეთ, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ და თვითონაც დადებითად განეწყობა თქვენ მიმართ.     

 

Категория: რჩევები | Просмотров: 805 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar