19:24 როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს | |
კაცობრიობა ბოლოს და ბოლოს მიუახლოვდა დედამიწაზე ყველაზე მისტიური საიდუმლოს გარკვევას, რომლის წყალობითაც ამოუხსნელი მიზეზით ასობით გემები და თვითმფრინავები ქრებოდა. საუბარია ბერმუდის სამკუთხედზე. ამის თაობაზე რეპორტაჟი პირველად ტელე არხმა Science Channel-მა გააკეთა. ამერიკელმა მეცნიერებმა კოლორადოს შტატის უნივერსიტეტიდან თანამგზავრის ფოტოებზე აღმოაჩინეს ექვსკუთხიანი ღრუბელები. მისი მეტეოროლოგიური ხასიათი ავიაბომბას შეადარეს. მეცნიერების ვარაუდით, ეს ღრუბლები არიან გამომწვევი მიზეზები მძლავრი საჰაერო ნაკადისა, რომლის სიჩქარესაც შეუძლია მიაღწიოს 274 კილომეტრს საათში. ასეთი გრიგალი „აზანზარებს“ ჰაერს და ოკეანეში იწვევს 15-მეტრიან ტალღებს. არც ერთ ხომალდს არ შეუძლია ასეთ შტორმს გაუძლოს, ხოლო თვითმფრინავმა _ ასეთ გრიგალს. ამ თეორიის დაანონსების შემდეგ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, გაარკვიონ, კონკრეტულად რა იწვევს ასეთ ანომალიას. შეგახსენებთ, რომ ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს ატლანტიკის ოკეანეში ფლორიდის, ბერმუდის კუნძულებისა და პუერტო-რიკოს შორის. გაუჩინარების ბოლო შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ რეგიონში სატვირთო ხომალდი დაიკარგა. წყარო: mirror.co.uk
ასევე იხილეთ სხვა მასალებიც: სიმსივნე ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და თხევადი საპნით ჩნდება იდეები პატარა სამზარეულოს მოხერხეულად მოწყობისთვის 90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა ერეკლე კოდუას რჩეულის გამომწვევი სამოსი ნინი ქარსელაძის საწვიმარმა დიდი მოწონება დაიმსახურა თმის ვარცხნილობები შემოდგომა-ზამთარი 2016-2017 გინდა შენი FACEBOOK-ის პირად კედელზე POPULARS.GE-ს ყველა პოსტი გამოჩნდეს? | |
|
Всего комментариев: 0 | |