1. თევზის ანკესზე წამოგება დამოკიდებულია: ანკესის ფორმასა და ნაწილების სიდიდეზე, სატყუარაზე, თევზის სახეობაზე, ტივტივაზე და სხვა.
2. თევზის ანკესზე წამოგება უფრო ადვილია ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე. ზაფხულში თევზის წამოგება უკეთესია გარიჟრაჟზე, საღამოს _ საშუალოდ და უფრო ცუდად _ შუადღისას.
3. ქარი და სიცივე ხელს უწყობს ანკესზე წამოგებას, განსაკუთრებით, ფსკერის ანკესზე.
4. მღვრიე წყალი ხელს უშლის ანკესზე წამოგებას, გამჭვირვალე _ ხელს უწყობს.
5. თევზაობისათვის ვიწრო მდინარეში გაფართოებული ადგილი ჯობია, ფართოში _ ვიწრო ადგილი. პატარა წყლებში _ ორმოები, დამდგარ წყალში _ გამდინარეები, მიმდინარეში _ ყურეები. ნაპირიდან თევზაობისას იხმარება 4-6-მეტრიანი ჯოხები და 0,15-0,20 მმ-იანი ლარი. თუ პეპელას ავაგებთ, ნემსკავი უნდა იყოს №3, ხოლო ჭიაყელისთვის საჭიროა _ №4.
|