არგენტინაში არსებობს შესანიშნავი ჩვეულება. 31 დეკემბერს ამ ქვეყნის მცხოვრებლები ფანჯრებიდან ყრიან ძველ კალენდრებს. ბუენოს-აირესის საქმიან ნაწილში კალენდრებს კვალდაკვალ მიჰყვება ძველი ბლანკები, არასაჭირო ქაღალდები და ანგარიშები. უკვე შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების "თეთრი თოვლითაა" დაფარული.
ოკეანის კუნძილების მცხოვრებნი ახალი წლის ღამეს ახალ სახელებს ირქმევენ. ამით ისინი ცდილობენ, დააბნიონ ბოროტი სულები და თავიდან აიცილონ უბედურება. დილით დოლების ხმის თანხლებით (ხმაური აუცილებელია, რადგან ბოროტმა სულებმა არ გაიგონ) ისინი ერთმანეთს ჩურჩულით უმხელენ ახალ სახელებს. ნაცნობებთან შეხვედრისას კი კუნძულელები ფეხებს ატყაპუნებენ და ასე ამბობენ სახელს. რა თქმა უნდა, კურიოზიც ბევრი ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობას მთელი წლის განმავლობაში მაიკლ ჯექსონი ერქვა.
ბულგარელები ახალი წლის დადგომის მომენტში შუქს აქრობენ და ერთმანეთს კოცნიან შუქის ანთების შემდეგ კი ცდილობენ იმის გარკვევას, თუ ვინ ვისი კოცნა მოახერხა.
ავსტრალიაში სანტა კლაუსი მყვინთავის ტანსაცმლით იმოსება. მისი ტრადიციული ფორმიდან მხოლოდ დიდი თეთრი წვერი და პომპონიანი წითელი ქუდი რჩება. დანიშნულების ადგილას სანტა კლაუსი სერფინგის სადღესასწაულოდ მორთული დაფით მიბრძანდება და, რა თქმა უნდა, საჩუქრებსაც არიგებს. შემდეგ კი იგი საბანაოდ მიდის, რათა მზის დარტყმა არ მიიღოს.
პერუში ასეთი გადმოცემა არსებობს: თუ ჩემოდნით ხელში საკუთარ სახლს რამდენჯერმე შემოუვლით, ყველაზე სანუკვარი ოცნებაც კი აგიხდებათ. შეგიძლიათ თქვენც მოსინჯოთ, ოღონდ გარშემომყოფებს რა შთაბეჭდილება დარჩებათ, ვერ გეტყვით.
ჰოლანდიაში ახალი წლის ღამეს ბავშვები წინდაში სტაფილოსა და თივას დებენ. გადმოცემის თანახმად, დღესასწაულის ღამეს მოდის თეთრი კვიცი, მიირთმევს წინდაში დატოვებულ სასუსნავს და, სამაგიეროდ, ტკბილეული _ ქიშმიშიანი ფუნთუშები მოაქვს.
ბრაზილიაში 31 დეკემბერს ოკეანის სანაპიროზე ათასობით სანთელი ინთება. ქალები და ბავშვები წყალში შედიან და ტალღებს ყვავილების ფუცლებს ატანენ, რითაც ბრაზილიის სანაპიროზე კეთილდღეობას იწვევენ. დაჯერება ძნელია, მაგრამ ამბობენ, ამ რიტუალს შედეგი მოაქვს.
|