09:59 სალომე ღვინიაშვილმა საკუთარ ჩვენებაზე ლგბტ-ს მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა | |
2 ნოემბერს, „თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, სალომე ღვინიაშვილის კოლექციის ჩვენება შედგა. დიზაინერმა ახალ ნამუშევრებში შავი, ბეჟი, თეთრი, იისფერი გამოიყენა, მკაცრი ხაზების პიჯაკებსა და მოსაცმელების პარალელურად, მის ნამუშევრებს შორის ნახავთ ძალიან ჰაეროვანი შიფონის კაბებსაც… "კოლექციაში ავსახე რომანტიკული განწყობები, შევარჩიე ქალური სტილი, ძირითადად, უფრო კლასიკური. დღევანდელი ჩვენი რეალობა ძალიან ქაოსურია. ქალები ვემსგავსებით კაცებს, ცხოვრების სტილითაც და ჩაცმითაც. ვფიქრობ, ქალებმა საკუთარი სახე არ უნდა დავკარგოთ და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ რომანტიზმი, რაც ყველა ქალბატონს სჭირდება. კოლექციაც რომანტიკულია და მუსიკაც ასეთივე ავარჩიე", _ განაცხადა დიზაინერმა, მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა. ჩვენება მნიშვნელოვანი გამოდგა სხვა კუთხითაც. მაყურებლის წინაშე კოლექციის ბოლო მოდელის შემდეგ, თავის დასაკრავად, თავად დიზაინერი გამოვიდა. მას შავ სამოსზე ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამაჯური ეკეთა. "ვფიქრობ, ჩემს ამ ნაბიჯზე კომენტარი ზედმეტია. რასაკვირველია, გამოვხატე ჩემი ემოცია იმ მოვლენების მიმართ, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ხდება. გამოვედი ჩვენებაზე სამაჯურით და ამით მგონი, ყველაფერი ნათქვამია", _ აღნიშნა სალომემ. | |
|
Всего комментариев: 0 | |