ინგლისელი სექსოლოგის დოუნ ნისომის თქმით, სექსი ჯანმრთელობის უებარი საშუალებაა. მას ამის დასამტკიცებლად 21 მოკლე ახსნაც აქვს მომზადებული.
1. თუ უძილობა გაწუხებთ, ნუ მიმართავთ საძილე საშუალებებეს. ზოგიერთი ბიოქიმიური პროცესი, რომლებიც სქესობრივი აქტისას მიმდინარეობს, ხელს უწყობს მოდუნებას და უძილობას ამცირებს.
2. თუ გაცოფებული ხართ იმის გამო, რომ წონაში ისევ მოიმატეთ, ამ ინფორმაციის წაკითხვის მერე, დამშვიდდებით. ალერსის ათი წუთი 50 კალორიას წვავს, ერთი ვნებიანი კოცნა _ 10, სიყვარულის ყველაზე წყნარი აქტის დროსაც კი ადამიანი 200-ზე მეტ კალორიას ხარჯავს. ხოლო ნამდვილი სასიყვარულო ორთაბრძოლისას 560 კალორია ითრგუნება, თითქმის იმდენივე, რამდენიც ველოსიპედზე საათნახევრიანი სწრაფი მგზავრობისას.
3. როდესაც რაღაც გტკივათ, ჩვეულებრივ არ გაქვთ სურვილი სიყვარულს მიეცეთ, მაგრამ გახსოვდეთ, მცირე ვნებაც კი დაკარგულ ძალებს აღგიდგენთ. საყვარელი ადამიანის სინაზე და ალერსი თვით მწოლიარე ავადმყოფსაც კი აყენებს ფეხზე.
4. რეგულარული სქესობრივი ცხოვრება უკეთ ანიჭებს სრულყოფილებას სხეულს, ვიდრე აერობიკაში ვარჯიში, მაგრამ იმ პირობით, თუ თქვენ სიყვარულს მიეცემით კვირაში არნაკლებ ოთხი დღისა, 20-30 წუთით.
5. სექსი ხელს უწყობს საუკეთესო სპორტული შედეგების მიღწევას. ეს ყველა მწვრთნელისთვისაა ცნობილი: სქესობრივი აქტის შემდეგ ადამიანი სწრაფად იძინებს და ძილიც უფრო ღრმა და ხანგრძლივი აქვს.
6. ეროტიკული ცხოვრება დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არასრულფასოვნების კომპლექსს: რაც უფრო წარმატებულია იგი, მით უფრო მეტია თვითშეფასება.
7. დილაობით სიყვარულში ვარჯიში _ სტრესის წამალია მთელი დღის განმავლობაში.
8. სექსი მშვენიერი საშუალებაა ცუდი განწყობილებისაგან თავის დასაღწევად. იგი ხელს უწყობს სისხლში ენტორფინის გაჩენას, რომელიც მოდუნების და კარგი განწყობის მდგომარეობას იწვევს.
9. სიყვარული ხელს უწყობს ადამიანს იმაშიც, რომ კარგად გამოიყურებოდეს. სექსის დახმარებით ქრება ყოველგვარი გამონაყარი, რადგან ოფლი ფორებს ასუფთავებს და კანს კარგ მდგომარეობას უნარჩუნებს.
10. ზუსტადაა დადგენილი, რომ სექსის წინაშე სურდო უკან იხევს.
11. თვით ყველაზე ძვირფასი მალამო ნაოჭების წინააღმდეგ ვერ დაგეხმარებათ ისე, როგორც ვნებიანი კოცნა. გაუბედავი, დელიკატური კოცნა სახის 12 კუნთის მობილიზებას ახდენს, ხოლო ხანგრძილივი და ვნებიანი _ არანაკლებ 29-ისა. ეს ერთგავრი ეკონომიაცაა, რადგან კოსმეტიკური მასაჟები აღარ დაგჭირდებათ.
12. სასიყვარულო ღამეები საგრძნობლად ამცირებენ ინფარქტის ალბათობას. განსაკუთრებით მამაკაცებში.
13. ხოლო თუ ინფაქრტი უკვე იყო, სიყვარულის განცდა საუკეთესო თერაპიული ვარჯიშია, რომელიც გულის კუნთოვან ქსოვილებს ამაგრებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
14. ალბათ ბერვისთვის ნაცნობი ფრაზებია: “არა, ძვირფასო, მხოლოდ დღეს არა, თავი მტკივა!” და ამ დროს სულ ტყუილად. სიყვარული საუკეთესო საშუალებაა ტკივილის ბლოკირებისათვის. პარტნიორების ალერსი აღაგზნებს კანის რეცეპტორებს. ისინი ტვინში იმპულსებს გზავნიან, რომლებიც ნერვულ დაბოლოებებს უფრო სწრაფად აღწევენ, ვიდრე ტკივილისა. ტვინი რეაგირებს სასიამოვნო შეგრძნებეზე, ხსნის ტკივილის განცდას.
15. სასიყვარულო გართობა ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს სენსაციური აღმოჩენა გერონტოლოგებს ეკუთვნით. ამიტომ, თუ თქვენ უკვე ბებია ან ბაბუა ხართ, ესეც საბაბი რომ ერთმანეთის ალერსით დატკბეთ.
16. სექსი და სიყვარული მშვენივრად კურნავს მოუსვენრობის მდგომარეობას, ნევროზს და ისტერიკას. ეროტიკული მასაჟი დამაწყნარებლად მოქმედებს.
17. ინტიმური წუთები ბადებენ პარტნიორთან შერწყმის განუმეორებელ ატმოსფეროს, არიგებენ წაჩხუბებულებს.
18. მედიცინა ამტკიცებს, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან საწოლში, მით ნაკლებია ვენების ვარიკოზული გარათოების წარმოქმნის ალბათობა.
19. ცხელი ვნებები საუკეთესო საშუალებაა სითბოს შესანარჩუნებლად ცივი შემოდგომისა და ზამთრის ღამეებში. ორი შერწყმული სხეული უფრო მეტ სითბოს იძლევა, ვიდრე ელექტროგამათბობელი.
20. სიყვარულის აქტის ხშირი ჩატარება ამაგრებს თმებს და ბრწყინვალებას მატებს, ასევე, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და თმის ბოლქვები დამატებით კვებას იღებენ.
21. იცით თუ არა, რომ კოცნა ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლების მოქმედებას, ნერწყვი ასუფთავებს კბილებს და ამცირებს მჟავურ რეაქციას. ეს კი თავის მხრივ, საუკეთესო საშუალებაა კარიესისაგან თავის დასაღწევად. |