18:37 შემოსასვლელის გადაკეთების რეალური ისტორია | |
რთული დასაჯერებელია, რომ ეს შემოსასვლელი ადრე ჰოლს ჰგავდა. მით უფრო, რომ ის უხალისო ემოციებს იწვევდა სტუმრებსა და მასპინძლებში. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ შემოსასვლელში ბევრი კარი და მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო. ასე რომ სტანდარტული ავეჯი ამ განლაგების ოთახში ძალიან უგემოვნოდ და უაზროდ გამოიყურებოდა. გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორი გამხდარიყო ის, პროფესიონალებს დაევალათ. დიზაინერების მუშაობის შედეგად ეს შემოსასვლელი გახდა: • გაცილებით თავისუფალი მეტი სივრცით; ეს, ალბათ, შესანიშნავი პრაქტიკული მაგალითია, რომელიც სასარგებლო იქნება პატარა ბინების მეპატრონეებისათვის. ამ ისტორიაში ნახავთ თუ როგორ შეუცვალოთ გარემო მოუხერხებელ, არამყუდრო შემოსასვლელს არც ისე რთული ნაბიჯებით: შემოსასვლელის გარეგნობა გადაკეთებამდე: ბინების მეპატრონეების კლასიკური შეცდომა _ განცალკევებით მდგარი ვეებერთელა კარადა, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელი ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, აქ შერჩეული იყო უაზრო ფერთა გამა, რაც არანაირად არ ქმნიდა სიმყუდროვესა და სილამაზეს.
და აი, რა გამოვიდა სპეციალისტების მუშაობის შედეგად: მსუბუქი, ქათქათა, თავისუფალი. მოხდენილად შერჩეული ტონები ოთახს სინათლეს მატებენ, ხოლო შემოსასვლელის ჰარმონიულ კავშირში ყველა კუთხე თავის როლს თამაშობს. როგორ შეძლეს დიზაინერებმა ასეთი ეფექტის მიღება, ოდნავ დაბლა ნახავთ:
რუბრიკა დიზაინი მზადდება "ჯგუფ იდეალდიზაინის" სპონსორობითა და დახმარებით
| |
|
Всего комментариев: 0 | |