23:20 შეურჩიეთ საყვარელ ქალს საჩუქარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით | |
მაშ ასე, თუ თქვენი ზრუნვის ობიექტი ვერძის ნიშნით არის დაბადებული, ლამაზი, მბრწყინავი (რადგანაც ვერძი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, სასურველია ოქროსი იყოს) გულსაბნევები ან მეტალისაგან დამზადებული ორიგინალური სამკაულები უნდა შეარჩიოთ. აგრეთვე, ქუდები, ლამაზი ყელსაბამები. საერთოდ, ვერძი ქალბატონები ძალიან თავდაჯერებულები არიან, ამიტომაც სასურველია, საჩუქარი მათთან ერთად შეარჩიოთ.
კირჩხიბებისთვის საჩუქრები დიდი მონდომებით უნდა შეარჩიოთ. მათ ძლიერი ინტუიცია აქვთ, ამიტომ სასურველია, საჩუქარი მთელი გულით მიუძღვნათ, ამას აუცილებლად იგრძნობს და დაგიფასებთ. კირჩხიბ ქალბატონებს ძალიან ესიამოვნებათ საოჯახო ნივთები, რომლებსაც ისინი გულდასმით მოუვლიან და, რაც მთავარია, დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. სხვათა შორის, ისინი არც გემრიელ სასუსნავებზე ამბობენ უარს. აგრეთვე, შეგიძლიათ მიუძღვნათ აბრეშუმის პენუარები და ვერცხლის ნაკეთობები.
ლომს ძალიან უყვარს პომპეზური დღესასწაულები. ის ერთგვარად მოდის კანონმდებელიც არის. ამიტომ კარგია, თუ, ასე ვთქვათ, "დედოფლურ" და ბრწყინვალე, მოდურ საჩუქარს მიართმევთ. გახსოვდეთ, საჩუქარი მაღალი ხარისხის უნდა იყოს _ ოქროს სამკაულები, ბეჭდები, ყელსაბამები, სამაჯურები, ძვირფასთვლიანი საათები, ის, რაც თავს დედოფლად აგრძნობინებს. შეგიძლიათ, ასევე, ძვირადღირებულ, ელიტურ რესტორანში დაპატიჟოთ, იქ აუცილებლად სადღესასწაულოგანწყობა უნდა სუფევდეს, სადაც თქვენი ქალბატონი გაიბრწყინებს.
ქალწულებს ძალიან ხიბლავთ წიგნაკები, ჩანთები, თუნდაც საქსოვი ან საქარგი მასალები, ის, რაც ხელსაქმესთან არის დაკავშირებული. მათ გულს პატარა სუვენირებითა და საინტერესო წიგნებითაც გაახარებთ.
სასწორი ქალბატონებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია "ანტურაჟი", ანუ ის, თუ როგორ გამოიყურება საჩუქარი და რამდენად აკმაყოფილებს სილამაზის კანონებს. სასურველია, თუ მიუძღვნით ძვირფასეულობის შესანახ სუვენირებს, ამურის ან ქალღმერთის გამოსახულებით. სასწორებს ყნოსვა გამძაფრებული აქვთ. ამიტომ სუნამოს შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და განსაკუთრებული მონდომებით შეარჩიეთ. სასწორები არც გემიერილ დესერტზე იტყვიან უარს. უნდა გახსოვდეთ, რომ ის ძალიან ქალური ნიშანია, ამიტომ საჩუქარიც შესაბამისი უნდა იყოს.
ღრიანკალი ქალბატონები თავისებური სექსუალური მაგნეტიზმით გამოირჩევიან, ამიტომ სასურველია, საჩუქარიც ასეთი იყოს. მაგალითად, ლამაზი საცვლები, პერანგები, პენუარები, ასე ვთქვათ, "ინტიმური" ნივთები. გარდა ამისა, ისინი ძალიან აფასებენ ანტიკვარულ ნივთებს, რომელთაც მიმზიდველი და იდუმალი ისტორია აქვთ. თუ მათთვის სუნამოს შერჩევას აპირებთ, სასურველია იგი ორიგინალური და იდუმალი არომატით გამოირჩეოდეს. გაახარებთ ძვირფასი,მაღალხარისხიანი სასმელებიც, განსაკუთრებით კონიაკი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ნიშანს ძალიან უყვარს ფული, ასე რომ, შეგიძლიათ საჩუქარი ამ სახითაც გაუკეთოთ.
მშვილდოსანთათვის საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს, მათ ძალიან უყვართ პიკანტური სიურპრიზები. სასურველია, თუ სამოგზაურო ჩანთებს, ინტელექტუალურ, რელიგიური შინაარსის წიგნებსა თუ ეგზოტიკური ქვეყნების სურათებით სავსე კატალოგებს მიუძღვნით. არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი, საჩუქარი ელიტარული უნდა იყოს.
მერწყულის ნიშანი პროგრესის სინონიმია და ასე ვთქვათ, მათი საჩუქარიც "პროგრესული" უნდა იყოს, თან ძალიან ორიგინალური. მათ გაახარებთ საჩუქრები, რომლებიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, ჯიბის რადიოები, პლეერები, მუსიკალური დისკები და ა.შ. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, კოსმეტიკა ან სამკაულები აჩუქოთ, მაშინ ის ძალიან მოდერნისტული უნდა იყოს. მიზანშეწონილია ექსტრაორდინარული ბიჟუტერია, რომელიც დაკარგული ცივილიზაციების ასოციაციას ქმნის.
თევზებს გაახარებთ მუსიკალური დისკებით, საინტერესო ფილმებით, აგრეთვე, ფუჟერებით, ნებისმიერი სუვენირით, რაც მინისგან იქნება დამზადებული. შეგიძლიათ, აჩუქოთ საძინებელი ოთახის, სააბაზანოს კომპლექტი, სუნამოები, სურნელოვანი საპნები, ლამაზი პირსახოცები, მსგავსი აქსესუარები. მათთვის მიძღვნილი საჩუქარი რაღაცით "იდეალური", ზღაპრული უნდა იყოს. თევზ ქალბატონებს ძალიან გაახარებთ ძვირფასი სასმელებითაც, რომელიც აუცილებლად ისეთ ჭურჭელში უნდა იყოს მოთავსებული, რომ ხელოვნების ნაწარმოებს არ ჩამოუვარდებოდეს. | |
|
Всего комментариев: 0 | |