Главная » 2015 » ოქტომბერი » 28 » სიმართლე და მონაგონი თმის მოვლის შესახებ
01:42
სიმართლე და მონაგონი თმის მოვლის შესახებ

ფსიქოლოგებმა უკვე დიდიხანია, რაც დაადგინეს, რომ პირველი, რასაც მანდილოსნის გაცნობისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას აქცევენ _ ეს მისი თმაა. თმის მოვლას ყველა მანდილოსანი თავისუბურად ცდილობს, თუმცა მართებულია თუ არა ყველა გავრცელებული მეთოდი, სხვადასხვა კოსსმეტოლოგების მიერ დამუშავებულ მასალებზე დაყრდნობით ქვემოთ გიამბობთ. 

1 არასწორია მოსაზრება, რომ თავის ყოველდღე დაბანა თმისთვის საზინოა. პირიქით, ბევრი კოსმეტოლოგი თავის კლიენტს სწორედ ამისკენ მოუწოდებს. მით უმეტეს დღევანდელი შამპუნები და სხვა თმის მოვლის საშუალებები იმდენად განვითარებულია, რომ მათი ყოველდღიური მოხმარება მხოლოდ სასიკეთო თუ იქნება. თუმცა მაინც, სასურველია, რომ “ოქროს შუალედი" დაიცვათ და თმები მხოლოდ გაჭუჭყიანების შემთხვევაში დაიბანოთ.
    
2. თავის დაბანა უმჯობესია ანადუღები წყლით.
 
3. თმის ცხელი მაკრატლით შეჭრა ძალიან ეფექტურია იმ ხალხისთვის, ვისაც  თმის ცვენის ან ღერის პრობლემები აქვს. ეს მეთოდი კარგია იმ ხალხისთვისაც, ვისაც ჯანმრთელი, გრძელი თმა აქვს. უკვე პირველივე ასეთი შეჭრის შემდეგ თქვენ ცვლილებას შეამჩნევთ, თუმცა სამკურნალო ეფექტს ორი-სამი პროცედურის შემდეგ უნდო ელოდოთ.
 
ასეევე უნდა იცოდეთ, რომ სასარგებლო თმის საშრობები ანუ ფენები არსებობს. ასეთი ფენი თმას არა ცხელი ან ცივი ჰაერით, არამედ ინფრაწითელი სხივებით აშრობს. მისი ეფექტი კი შემდეგში მდგომარეობს: თქვენი კულულები ჩქარა შრებიან, ნაკლებად ელექტროვდებიან (თუ ასეთიპრობლემა არსებობს), ხოლო თავის კანში სისხლის ცირკულაცია უმჯობესდება, რაც ხელს თმის ზრდას უწყობს. ასეთი თმის საშრობების ყიდვა ბაზრობებზე ნაკლებად არის შესაძლებელი. 

4. გაიკეთეთ თქვენ თვითონ თმის მასაჟები. მაგრამ თუ მასაჟის მიერ მოცემული შედეგის დანახვა გინდათ, ის აუცილებლად ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ და 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ამისთვის შეგიძლიათ ზეითუნის ან საჭმლის ზეთი გამოიყენოთ. პროცედურის შემდეგ თმას ჩვეულებრივად შამპუნით დაიბანთ. 

                          მოამზადა დალი ვასაძემ 

Категория: სილამაზე | Просмотров: 1918 | Добавил: popularsge | Теги: თმის მოვლის შესახებ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar