Главная » 2016 » სექტემბერი » 16 » სიყვარულისა და სიხარულის წესები ორისთვის
11:48
სიყვარულისა და სიხარულის წესები ორისთვის

როცა სიყვარულის კოცონი ენთება, ცხოვრებაში უამრავი სასიამოვნო რამ ხდება. უპირველეს ყოვლისა თვითკმაყოფილების შეგრძნება გვაქვს. სიყვარულის შეგრძნებით გამოწვეულ შინაგან კომფორტს არაფერი შეედრება.

 

  1. 1. მსგავსების კანონი

ჩვენ ყოველთვის ზუსტად ისეთ ადამიანს ვიზიდავთ, როგორებიც თავად ვართ. თუ თქვენი გარემოცვა არ გაკმაყოფილებთ, თქვენს სულში ჩაიხედეთ. ამიტომ თუ გსურთ, რომ ცხოვრებაში ღირსეული ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, მაშინ ჯერ თავად გახდით ასეთი ადამიანი.

  1. მიზეზისა და შედეგის კანონი

რასაც გავცემთ, უკანაც იგივე გვიბრუნდება. მოეპყარით პარტნიორს ისე, როგორც  გინდათ, რომ მოგეპყრათ.

 

  1. სიყვარულის კანონი

ყველას, კაცებსაც და ქალებსაც, ძალიან გვჭირდება სიყვარული. სიყვარული ნიშნავს მიღებას, გულწრფელობას, სინაზეს, მზრუნველობას, მზაობას გაცემისა და პასუხისმგებლობის ტარებისთვის, საიმედოობას, უანგარობას, გულუხვობას. და რაც უფრო მეტად გამოვავლენთ ამ თვისებებს, მით უფრო მეტად მივიღებთ იგივეს უკან.

ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა შიში, ეჭვიანობა, დამოკიდებულობა, მანიპულაციები, კონტროლი, პრეტენზიები, საყვედურები ანგრევს ურთიერთობებს და სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო.

 

  1. სიტყვის ძალის კანონი

თქვენ იცით, სიტყვას ძალა აქვს. სიტყვით შეიძლება მოკლა და შეიძლება მოარჩინო. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობთ. იარლიყები, შეურაცხყოფები, საყვედურები ადამიანის სულს აზიანებენ და შემდეგ რთულია მათი მორჩენა. სულის სიღრმეში ყველა ადამიანში პატარა ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც ეშინია არ იყოს უარყოფილი. სიტყვის ძალა გამოიყენეთ მხოლოდ თბილი სიტყვებისთვის, კომპლიმენტებისთვის, შექებისთვის, გულშემატკივრობისთვის.

                          

  1. მოქმედების კანონი

ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობისთვის ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მის გარეშე ადამიანი ხდება შფოთიანი და შეშინებული ან, ასევე, შიშის მომგვრელი, ხოლო მეორე თავს  ემოციურ ხაფანგში გრძნობს, მას ეჩვენება, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. ეჭვიანობა _ ეს მარტო დარჩენის შიშია, დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის უსიყვარულობა. ნდობა კი _ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია ნამდვილი სიყვარულისთვის.

 

  1.  გულწრფელობის კანონი

ადამიანები ხშირად ვარაუდობენ, რომ თუ ვინმე გიყვარს, ეს უკვე ყველაფერია _ წინ ცხოვრებაა სრული ბედნიერებით სავსე. მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს გაუნძრეველი სიყვარული. სიყვარული ჰგავს მცენარეს, რომელიც ან გაიზრდება და აყვავილდება ან დაჭკნება და მოკვდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვექცევით მას. გულწრფელი ურთიერთობა ჰგავს წყალს, რომლის გარეშეც მცენარეს არ შეუძლია იცოცხლოს. ესაუბრეთ ერთმანეთს თქვენს სურვილებზე, მოთხოვნილებებზე, თქვენს ურთიერთობასა და გრძნობებზე. გააგებინეთ პარტნიორს რომ გიყვართ და აფასებთ მას. არასოდეს გეშინოდეთ ჯადოსნური სიტყვების თქმის: „მე შენ მიყვარხარ“. კარგი ურთიერთობა არ მიიღოთ, როგორც  თავისთავად მომხდარი მოვლენა. არ შეგეშინდეთ პარტნიორის შექების. გულწრფელი შექება, როგორც მზე მცენარისთვის, ისეა სიყვარულისთვის, ის სულს ჩაჰბერავს თქვენი ურთიერთობის ახალ ცხოვრებას. თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს პატარა ბავშვი, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება მოწონება და მიღება.

 

  1. ჩუქების კანონი

გიყვარდეს _ ნიშნავს აჩუქო შენი თავის ნაწილი, ყოველგვარი გადასახადისა და ანგარების გარეშე. და რაც უფრო „ხელგაშლილი“ იქნებით, მით უფრო მეტს მიიღებთ მისგან. სიყვარული ბუმერანგის მსგავსია, რომელიც თქვენს რჩეულს მიეცით, მაგრამ უკან გიბრუნდებათ. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის მარაგი ამოუწურავი გვაქვს. ჩვენ მას არ ვკარგავთ, როცა გავცემთ. სიყვარულის დაკარგვის ერთადერთი საშუალება _ მისი არგაცემაა.

ადამიანების უსიყვარულოდ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია ლოდინი იმისა, რომ ჯერ სხვამ შეიყვაროს.  მაგრამ ეს ჰგავს მუსიკოსს, რომელიც ამბობს: „მუსიკას დავუკრავ, მხოლოდ მაშინ, როცა ხალხი ცეკვას დაიწყებს“. ნამდვილი სიყვარული სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ის ვერ იტანს ბარტერს.  ბედნიერად თანაცხოვრების საიდუმლო ფორმულაა_ ყურადღება მიაქციოთ იმას თუ რისი გაღება შეგიძლიათ და არა პირიქით.

 

  1. შეხების კანონი

შეხება _ ეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინებაა, ბარიერების დამრღვევი და ურთიერთკავშირის გამამყარებელი. შეეხო ადამიანს _ ნიშნავს, შეეხო მის სულს. შესაძლოა სწორედ ამიტომაცაა, როცა ვინმეზე ვართ ნაწყენები, ვეუბნებით: „ არ შემეხო!“

რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სექსუალური მოტივების გარეშე, გეჭიროთ მისი ხელი. მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში. მთავარი ქირურგი ჩვეულებრივ თითოეულ თავის პაციენტს ოპერაციის წინ საღამოს ნახულობდა, იმისთვის რომ ეპასუხა კითხვებზე და აეხსნა ოპერაციის საერთო არსი. ხოლო ექსპერიმენტის დროს ქირურგს ეჭირა ყველა ავადმყოფის ხელი იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ მათ ესაუბრებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები ჯანმრთელდებოდნენ სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დანარჩენი.

როცა ჩვენ მზრუნველურად ვეხებით ვინმეს, იცვლება როგორც ჩვენი, ისე მისი ფიზიოლოგია _ სტრესის ჰორმონების დონე მცირდება, დუნდება ნერვული სისტემა, უმჯობესდება იმუნური სისტემა და  ემოციური მდგომარეობა. არსებობს მოსაზრება, თუ ჩვენ ერთ დღეში 7-8 ადამიანს არ ჩავეხუტებით  დაავადებისთვის ვართ განწირულები. შეხება, როგორც სხვა არაფერი, გვიამობს სიყვარულის შესახებ.

 

  1. თავისუფლების კანონი

თუ ჩვენ ვინმე გვიყვარს, მაშინ მას თავისუფლება უნდა მივცეთ. ცხოვრების თანამგზავრს უნდა შეეძლოს თავისუფლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები, თავისუფლად იცხოვროს, ისე, როგორც მას სურს და არა _ ჩვენ. თითოეულ ჩვენთაგანს პირადი სივრცე სჭირდება. ადამიანებს სჭირდებათ თავისუფლება ურთიერთობაში, იმიტომ რომ სხვანაირად თავს მახეში გრძნობენ. თუ ნამდვილად გიყვარს ვინმე, პატივს უნდა სცემდე მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს.

ყოველთვის არაა ადვილი თავისუფლად გაუშვა ის, ვინც გიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ცხოვრებისეული სიბრძნე გვეუბნება: რაც მეტ თავისუფლებას მისცემ, მით უფრო ახლოს იქნება ის შენთან.

თუ თქვენ თავს საკმარისად არასრულყოფილად გრძნობთ, მაშინ გახდით უკეთესი! არ გეგონოთ, რომ ბედნიერი მომავალი დაუმსახურებლად დაგეფერთხებათ. თქვენთან მოვა მხოლოდ ის, რასაც დაიმსახურებთ თქვენი პიროვნებით.     

 

თარგმნა უცხოური საიტებიდან ფიქრია ჭალიძემ

Категория: რედაქტორის რჩევით | Просмотров: 2075 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar