Главная » 2017 » ოქტომბერი » 31 » თბილისის მოდის კვირეული ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი პერფორმანსით დასრულდა /ფოტოები
13:33
თბილისის მოდის კვირეული ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი პერფორმანსით დასრულდა /ფოტოები

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში SOLO-მ წარმოადგინა პროექტი Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს ელენე ახვლედიანს მიეძღვნა. ღონისძიება გაიმართა ლეღვთვახევში.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ელენე ახვლედიანი ფოტოები და მისდამი მიძღვნილი პერფორმანსი, რომელიც ბასა და თამარ ფოცხიშვილებმა დადგეს. 

"უკვე მესამე სეზონია, რაც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ვაწყობთ საღამოებს, რომლებიც ლეგენდარულ ქართველ ქალებს ეძღვნებათ. ამჯერად არჩევანი შევაჩერეთ მხატვარსა და ხელოვანზე, ელენე ახვლედიანზე. ამ დღის მასპინძლები არიან SOLO და ქალაქის მერია", _ განაცხადა populars.ge-სთან საუბარში თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო ჩხეიძემ.

ამ ღონისძიებით დასრულდა წლევანდელი თბილისის მოდის კვირეული. 

 

ფიქრია ჭალიძე









   ჟურნალისტი ფიქრია ჭალიძე და თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე.

Категория: მოდა | Просмотров: 1759 | Добавил: popularsge | Теги: ელენე ახვლედიანი, თბილისის მოდის კვირეული, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar