Главная » 2017 » ოქტომბერი » 24 » თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება
16:01
თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

 

ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ლაშა ჯოხაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ:  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.



ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musia’s Lips for TFW ლოლიტაში. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.

 


"თბილისის მოდის კვირეული რომ კარგი ღონისძიებაა, ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება და ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ერთად, ის სასარგებლო ღონისძიებაცაა, მისი ყველა მონაწილე მხარისთვის, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც... წელსაც ძალიან საინტერესო მოდის კვირეული გველოდება", _ აღნიშნა თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა მაკა კუბუსიძემ.

Категория: მოდა | Просмотров: 1479 | Добавил: popularsge | Теги: თბილისის მოდის კვირეული, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar