12:51 თმის ცვენის შესაჩერებელი და ამოსაყვანი ხალხური ნაყენები | |
თმის ცვენის წინააღმდეგ იყენებენ შემდეგ მეთოდებს: * 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დააასხით 0,5 ლ. წყალი და 0,5 ლ. ღვინის ძმარი, ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი საპნის გამოუყენებლად. * დაიბანეთ თმები სუროს ნაყენით. * წყალში გახსენით თეთრი ქვიშა და ამით დაიბანეთ თმები. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გამელოტებულ ადგილზე წაისვით რგოლებად დაჭრილი ოდნავ შემწვარი ლიმონი.
* თითო წილ მრავალძარღვას, სალბისა და ჭინჭრის ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ შავი პურის გული. თბილი ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში, მერე თავზე დაიფინეთ პოლიეთილენის პაკეტი და ზემოდან თავსაფარი წაიკარით. ნარევი გაიჩერეთ 2 საათი. შემდეგ თმაზე გადაივლეთ თბილი წყალი და გაიშრეთ. * მუხის ქერქის და ხახვის ფურცლების თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 საათი. ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააციეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით. * ხახვის წვენი და თაფლი დააყენეთ წყლით, დაუბანელ თავზე გადაივლეთ (თმა გახშირდება). * დანაყული ნიორის ქერქი გაგლისეთ ზეითუნის ზეთში. აურიეთ კარგად და წაისვით თავზე. (თმა ამოვა). * ასევე კარგია თმის ამოსასვლელად იის ზეთი. ზეითუნის ზეთში დაჭყლეტილი, არომატული ყვავილი ჩაყარეთ და დადგით მზეზე 20 დღე. შემდეგ გამოწურეთ. * მშრალი კანის შემთხვევაში თავი უნდა დაიბანოთ უსაპნოთ, თბილი წყლით, შემდეგ მსუბუქი მასაჟით შეიზილოთ 10-15 წუთის განმავლობაში სუფრის მარილი და ჩამოიბანოთ წყლით. Pროცედურა უნდა ჩაიტაროთ 6-ჯერ. * თმის ცვენის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ნარევი: _ 1 წილი კონიაკი, 4 წილი თავიანი ხახვის წვენი, 6 წილი ბარკავას ნახარში (1 სუფრის კოვზი ბალახი ოდუღებული 1 ჩაის ჭიქა წყალზე) შეიზილეთ კვირაში ერთხელ.
| |
|
Всего комментариев: 0 | |