22:06 ტოპ -5 უჩვეულო სასტუმრო, რომელიც გამოქვაბულშია განთავსებული | |
Les Hautes Roches ასეთ სასტუმროს მიეკუთვნება ფრანგული სასტუმრო Les Hautes Roches. მისი ნომრები განლაგებულია კლდეზე, ხოლო სათათბირო ოთახი ნამდვილ გამოქვაბულშია მოთავსებული. ეს სასტუმრო მე-18 საუკუნეშია აშენებული. მასში მხოლოდ 14 ნომერია. მისი ტერიტორია პირდაპირ მდინარე ლუარეს უერთდება. სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია დიდი ბაღი, აქვს ღია აუზი და რესტორანი.
Caves Hotel Jamaicaიამაიკასაც შეუძლია დაიკვეხნოს მსგავსი სასტუმროთი. მისი ნაწილი მღვიმეში მდებარეობს. ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსებულია ციცაბო კლდეზე და მის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ მისი სასადილო და მოსაწევი დარბაზები მოთავსებულია გამოქვაბულში, მის ნომრებს გააჩნიათ სრული აღჭურვილობა, რომელიც 5-ვარსკვლავიან სასტუმროს უნდა გააჩნდეს: კონდიციონერი, ჭერის ვენტილატორი, მაცივარი, აუდიო და ვიდეო ტექნიკა... Wi-Fi სასტუმროს მთელ ტერიტორიაზეა. სასტუმროში, ასევე, არის საშუალება, რომ დამსვენებლებმა ისარგებლონ _ აუზით, ჯაკუზით, სპა-ცენტრით ან ისეირნონ ველოსიპედით, დააგემოვნონ ადგილობრივი ტრადიციების ძალიან კარგი სამზარეულო. აქ შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს მოუწყოთ რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე, ივახშმოთ ვერანდაზე, რომელიც სახურავზეა განთავსებული და ოკეანეს გადაჰყურებს. სასტუმროს თავისი პლაჟი არ გააჩნია, მაგრამ უახლოეს პლაჟამდე ავტომობილით მხოლოდ 15 წუთის სავალია. Cappadocia Cave Suitesდა, რა თქმა უნდა, ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს გამოქვაბულში განთავსებული სასტუმრო, გახლავთ თურქეთში მდებარე კაბადოკია. სასტუმრო Cappadocia Cave Suites ტოვებს ზღაპრულ შთაბეჭდილებას. ის შესრულებულია პირველი ქრისტიანების სენაკების მიხედვით და განთავსებულია კლდეში. იქ ჯერ კიდევ შემონახულია ძველი სადგომი, სადაც პირველი ქრისტიანები ლოცულობდნენ. სასტუმრო შესრულებულია თურქულ ეროვნულ სტილში. ნომრები ძალიან დიდია, არის ნომრები ბუხრებითა და მინი-სამზარეულოებით. რა თქმა უნდა, არის შხაპი ან აბაზანა, მინი-ბარი, ტელევიზორი, ტელეფონი. Alexander Hotel Santoriniალბათ, ბევრჯერ გინახავთ ფოტოები კლდეზე შეფენილი ქათქათა თეთრი შენობებით, ლურჯსახურავიანი ეკლესიებითა და ძველებური წისქვილებით - ეს სანტორინია. სწორედ აქ მდებარეობს სასტუმრო Alexander Hotel Santorini. ნომრები ზღვას გადმოჰყურებს, ხოლო შიგნით ანტიკვარული ავეჯია განლაგებული. ნომრების დიზაინი ბერძნული კუნძულის ადგილობრივი საცხოვრებლების სტილშია გადაწყვეტილი. ყველა ნომერს გააჩნია სამზარეულო. ზოგიერთ ნომრებში ჯაკუზიცაა. საუზმე შესაძლებელია ნომერშიც მიირთვათ ან შეგიძლიათ ის ღია ვერანდაზე მოითხოვოთ. Desert Cave Hotel Coober Pedyასეთი სასტუმრო ავსტრალიაშიც აქვთ. ქალაქ კუბერ-პედიში არსებულ სასტუმრო Desert Cave-ში, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ნომრებია. ოთახები ლამაზადაა გაფორმებუები და აქვთ თანამედროვე აღჭურვილობა. სასტუმროს გააჩნია, ასევე, რესტორანი თანამედროვე ავსტრალიური სამზარეულოთი და მიწისქვეშა ბარი. | |
|
Всего комментариев: 0 | |