Главная » 2015 » ოქტომბერი » 31 » წარმატება ჩვენით იწყება!
20:26
წარმატება ჩვენით იწყება!

კლემენტ სტოუნმა თქვა: “სხავდასხვა  ადამიანებს შორის პატარა განსხვავებაა, მაგრამ ეს პატარა განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავს. პატარა განსხვავება _ ეს საქმისადმი დამოკიდებალებაა. ბევრს ნიშნავს ეს ურთიერთობა დადებითია თუ უარყოფითი.

ჩვენ წარმატების გვერდით ვიმყოფებით.
წარმატებული ადამიანი წარუმატელბლისგან იმით განსხვავდება, რომ პირველის ცხოვრებას მართავს უდიდესი ოპტიმიზმი, საუკეთესო წუთებში  მიღებული განცდები, ხოლო წარუმატებელ ადამიანს მართავენ მათი ეჭვები და უიღბლობის განცდა.
უიღბლო ადამიანი შეეცდება დაამტკიცოს, რომ მის უიღბლობაში სხვა ადამიანები არიან დამნაშავენი, ის იტყვის რომ გარემოებამ  განსაზღვრა ცხოვრებაში მისი ადგილი, მაგრამ გარემოება არ გვაყალიბებს ისეთებად როგორნიც ვართ.

წარმატება განისაზღვრება რაღაც ისეთით, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს საქმისადმი დამოკიდებულების შედეგია.

ჩვენი მიღწევები ცხოვრებაში განისაზღვრება ჩვენი აზრების სახით; საქმისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს მრავალ საგანს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

1. როგორც ვექცევით ცხოვრებას ცხოვრებაც ისევე მოგვექცევა;
2. როგორც ვექცევით სხვებს სხვებიც ისევე გვექცევიან;
3. მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა პრობლემებისადმი, ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს საქმის წარმატებას.
4. რაც უფრო მაღლა ავწევთ ფასეულობათა სისტემაში ჯოხს, უფრო უკეთესი იქნება საქმისადმი ჩვენი მიდგომა.

უარყოფითი დამოკიდებულების არსებობის  შემთხვევაში  ჩვენ მართლაც ვერ მივაღწევთ წარმატებას.
უარყოფითი აზრები აყალიბებენ უარყოფით ადამიანს.

1. უარყოფითი აზროვნება ამუხრუჭებს აზროვნებას კრიტიკილად გადამწყვეტ მომენში.
თუ ვინმე ცხოვრებაში ეძებს და პოულობს მხოლოდ უარყოფითს საგნებს, მაშინ ეს ხდება გადაულახავი ჩვევა, როდესაც დადებითი შესაძლებლობა გამოჩნდება, ასეთი ადამიანი ვერ ამჩნევს მას და არ შეუძლია ამ შანსის გამოყენება.

აბრაამ ლინკოლმა, აშშ ისტორიაში უდიდესმა პრეზიდენტმა თქვა: “წარმატება ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი ერთი უიღბლობიდან მეორეში ვარდება, მაგრამ არასოდეს კარგავს სიმხნევეს.”

2. უარყოფითი აზროვნება გადამდებია
თუ დიდ დროს ვატარებთ უარყოფითად მოაზროვნე ადამიანთან, ეს ჩვენზეც მოქმედებს.  
ალბათ გინახავთ დიდი ხნის ცოლ-ქმარი, რომლებიც მარტო ქცევით კი არა, გარეგნობითაც გვანან ერთმანეთს. ეს ადამიანები იცვლებიან და ერთმანეთს ემსგავსებიან, როცა დიდ დროს ატარებენ ერთად.

3. უარყოფითი აზროვნება ანგრევს იმედებს.
ალბათ შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფრის “გაბერვა” უყვართ. მერფის კანონები ასეთია:
• არაფერი გამოდის ისე ადვილად როგორც გვეგონა;
• საქმეები იწელება საკმაოდ დიდხანს ,ვიდრე ჩვენ გვინდა;
• თუ რაღაც უნდა დაინგრეს ის ინგრევა და თან შეუსაბამო მომენტში;

მაქსველის კანონები ასეთია:
• “არაფერი ისე რთულად არ არის , როგორც გვეჩვენება;
• შენ იღებ მეტად დიდ უკუგებას ვიდრე ელი;
• თუ გინდა მოხდეს რაიმე კარგი, მაშინ ის აუცილებლად მოხდება ყველაზე საწირო მომენტში.”

არიან ადამიანები, რომლებიც მერფის კანონებით ცხოვრობენ და ყოველთვის უარყოფითად აზროვნებენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი დადებითს ვერ ამჩნევენ.

წარმატებული ადამიანი ნებისმიერ საქმეში ეძებს დადებითს.

4. იქ სადაც არ არის რწმენა ,არ არის ძალა; რწმენას ანგრევს უარყოფითი აზროვნება, ეს ანგრევს მორალურ ძალას

უარყოფითად მოაზროვნე ადამიანები არა მხოლოდ გარემო სამყაროზე არიან უარყოფითად განწყობილნი, არამედ საკუთარ თავზეც უარყოფითი წარმოდგენა აქვთ. ისინი ყოველთვის ფიქრობენ:
“მე ეს არასოდეს გამომივა”.
“ეს საჩემო საქმე არ არის”
“მე ამის ბედი ვინ მომცა”

5. იქ, სადაც არ არის თავდაჯერება ანუ რწმენა, არ არის ძალა და შესაბამისად არაფერი გამოდის. 
უარყოფითად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად შევსებული.

                
                  დადებითად აზროვნების ძალა

თუ ჩვენი აზროვნება დადებითია, მაშინ ჩვენი გარემოცვაც ასეთივე ხდება. რობერტ ჯ. ჰასტინგმა თქვა: ”ადგილი და გარემოება არ აყალიბებს ბედნიერებას. თვითონ უნდა გადაწყვიტო: თუ გინდა იყო ბედნიერი, ბედნიერება სწრაფად მოგძებნის”.

დადებითი აზროვნება შეიძლება ისწავლოს თითოეულმა ჩვენთაგანმა, გარემოების, ინტელექტისა და ტემპერამენტისაგან დამოუკიდებლად.

პრიციპები, რომლებიც დაგვეხმარება განვავითაროთ დადებითი აზროვნების უნარი:

1.საქმისადმი დამოკიდებულება თან სდევს მოქმედებებს;
ბევრ ადამიანს სურს გამოსცადოს დადებითი გრძნობა; მათ არ იციან რომ დადებით მოქმედებებს მივყავართ დადებით აზროვნებამდე.

2.თავში მუდამ წარმატებული და დადებითი აზრები უნდა იყვნენ, აუცილებლად იფიქრო მხოლოდ კარგზე.

დეილ კარნეგიმ თქვა: “თუ ადამიანს შესწევს უნარი დაიპყროს თავისი ჭკუა, მაშინ მას შესწევს უნარი დაიპყროს ნებისმიერი რამ “.
თუ დავიწყეთ წარმატებაზე ფიქრი, მაშინ უკვე დავდექით წარმატების გზაზე.
3.უნდა ვასხივებდეთ სიკეთეს, საკუთარი თავის რწმენას და შეუპოვრობას.
იმის მიხედვით, თუ  ჩვენი აზრები და მოქმედებები რამდენად სწრაფად გახდება დადებითი, როგორიცაა საკუთარი თავის რწმენა, კეთილდღეობის შეგრძნება, მიზანდასახულობა, ამის შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდება ჩვენსკენ, იმიტომ, რომ ადამიანებს მოსწონთ დადებითი პიროვნებების საზოგადოება.

4.ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრისას აგრძნობინეთ მას, რომ ის ყველაზე მთავარია დედამიწაზე.
ჩვენ ვცხოვრობთ მოფუსფუსე სამყაროში. ადამიანთა უმრავლესობა სადაც მიიჩქარის, ისინი საკუთარ პრობლემებზე არიან კონცენტრირებულნი, თუ ცოტა დროს დავუთმობთ მათ და დადებითად განვაწყობთ, ისინი და დარჩებიან ძალიან ნასიამოვნები და ასევე გვიპასუხებენ. თითოეული ადამიანი ფიქრობს, იმაზე რომ იგრძნოს თავისი თავი მნიშვნელოვან, ღირებულ საჭირო პერსონად.

5. საჭიროა  ყოველ ადამიანში საუკეთესო თვისებები ვეძებოთ.


ყველაზე ცუდ ადამიანშიც კი არის კარგი თვისებები, და პირიქით, ყველაზე კარგშიც არის ცუდი. ჩვენ კი იმას ვხედავთ რასაც ვეძებთ. თუ ადამიანში წარმოვაჩენთ მის საუკეთესო თვისებებს, ეს უბიძგებს მათ კარგი საქმით წარმოჩინდნენ ჩვენს წინაშე.

ასეთი მიდგომა ქმნის დადებით შედეგიან გარემოს.
ვიქტორ ჰიუგომ (ფრანგმა მწერალმა) თქვა: “არაფერი ისეთ ძალას არ ფლობს, როგორც იდეა, რომლის დროც მოსულია”.
ზოგიერთები თვლიან, რომ კარგი იდეები მხოლოდ გენიოსებს უჩნდებათ. ფართო გაგების პიროვნება ეძებს ახალ იდეებს; იდეები ზრდიან წარმატების ალბათობას.

6. ახალ იდეებში ეძებეთ საუკეთესო

7. წვრილმანებზე არ დაკარგოთ ძვირფასი დრო
დადებითად მოაზროვნე ადამიანი არ კარგავს დროსა და ენერგიას უმნიშვნელო საგნებზე, რამდენადაც შესაძლოა მათ გამორჩეთ უფრო მნიშვნელოვანი.
• ერთხელ ჩინეთის იმპერატორმა ომი დაიწყო გატეხილი ჩაიდნის გამო.
• 1654 წელს შვეციამ პოლონეთის წინააღმდეგ ომი იმიტომ დაიწყო, რომ შვედეთის მეფემ შენიშნა, ოფიცისლურ დოკუმენტზე ყველა საჭირო ფორმალობის გარეშე იყო მოხსენიებული. 
• ომი საფრანგეთსა და ინგლისს შორის იმის გამო დაიწყო, რომ ვირაცამ მარკიზა დე ტორის ჭიქა წყალი გადაასხა.

ადამიანთა სიდიდე იზომება იმ პრობლემათა ზომებით, რომლებსაც შეუძლიათ ისინი წონასწორობიდან გამოიყვანონ.

ყველაზე კარგი, რაც დადებითად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება გააკეთოს ეს არის _ გაცემა. 
ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებას ბედნიერსა და ადვილს ხდის, აღწევს მაქსიმალურ სიმაღლეს კომერციაში.

ორი კაცი ჰიმალაის მთებში მიდიოდნენ. მათ თოვლში გაყინული კაცი ნახეს. ერთმა თქვა თან წავიყვანოთო. მეორემ “ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხეში ჩავაგდებთო”, პირველმა მაინც არ მიატოვა ადამიანი ყინვაში, შეისვა ზურგზე უგონო სხეული და წაიყვანა. მათი სხეულები ერმანეთს ათბობდა, გაყინულიც გამოცოცხლდა და შეძლო სიარული. როდესაც ამხანაგს დაეწივნენ, ის თოვლში გაყინული, მკვდარი იპოვეს. ის საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა, მაგრამ დაკარგა. პირველმა კი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო და ამით მოიპოვა თვითონ სიცოცხლე.

დადებით აზროვნებას შეუძლია ჩვენი ცხოვრება შეცვალოს დადებითისაკენ.
• თუ დადებითად ვიაზროვნებთ, მაშინ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. ამის შედეგად ვრისკავთ და მეტსაც ვაღწევთ.
• მოგვიანებით წარუმატებლობაც ვეღარ შეარყევს ჩვენს რწმენას.
• თუ გვჯერა საკუთარი თავის, მაშინ ვიწყებთ ახალ საქმეებს.
• თუ გვჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ შევეცდებით იმ დონემდე, სანამ ყველაფერი კარგად იქნება.
• როდესაც არ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი მაშინ არ გამოვა კარგი იდეები.
• სხვა ადამიანებთან კარგი დამოკიდებულება იმისათვის გვჭირდება, რომ ხალხი არ გაყვება იმ ადამიანს, რომელიც არ უყვართ, კარგი ლიდერი ხალხს იმედს და საკუთარი თავის რწმენას აძლევს.
• წამატებას რომ მიაღწევ, აღარ გაჩერდები, ღვივდება ზრდის სურვილი;
• როდესაც საქმე წარმატებას ეხება, არ შეიძლება ის გავზომოთ სანტიმეტრებში ან კილოგრამებში. 

ჩვენი სახეა ჩვენი აზროვნება, რომელიც ჩვენს ხელთაა და შეგვიძლია ვაკონტროლოთ.  

ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ ქარი… მაგრამ შეგვიძლია ქარის მიმართულებით დავდგათ იალქნები.
ქვემოთ ჩამოთვლილი წესებიდან შეეცადეთ მეტი დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში და უდიდეს ცვლილებას იგრძნობთ ცხოვრებაში:

• ამოირჩიეთ დადებითი ციტატა, ამოიწერეთ და ატარეთ ყველგან; იფიქრეთ მასზე!
• ამოირჩიეთ თქვენს ნაცნობებიდან ყველაზე უარყოფითი ადამიანი და თქვენს თავს მიეცით პირობა, რომ მასზე არ იფიქრებთ.
• დღეებს დაარქვით “დადებითი აზროვნების დღე!“ გამორიცხეთ ლექსიკონიდან: “არ ვიცი”, “არასოდეს“, “არ მინდა“, “არაფერი გამოვა“, “მე ეს არ შემიძლია“.
• შეეცადეთ სხვებს დაეხმაროთ, გაუკეთოთ სიურპრიზი სხვებს. რაიმეში დაეხმარეთ მეზობელს ან თანამშრომელს, უცხო ადამიანს.
• გაიღიმეთ.

Категория: რჩევები | Просмотров: 1976 | Добавил: popularsge | Теги: როგორ მივაღწიოთ წარმატებას | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar