Главная » 2016 » ნოემბერი » 1 » ანა ცერცვაძე: „კარგად გაკეთებული საქმე საუკეთესო რეკლამაა“
16:10
ანა ცერცვაძე: „კარგად გაკეთებული საქმე საუკეთესო რეკლამაა“

ახალ რუბრიკაში „გვიამბე შენი ბიზნესის შესახებ“ გთავაზობთ ერთ-ერთი წარმატებული ახალბედა ბიზნესმენის უძრავი ქონების სააგენტოს “Golden Group“-ის დირექტორისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა ცერცვაძის ინტერვიუს.

 

_ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

 _ უძრავი ქონების კომპანია „Golden Group”, რომელსაც ორი დამფუძვნებელი ჰყავს, რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე შემოვიდა და ჩვენმა გაკეთებულმა საქმეებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ დიდ და რამდენიმე წლიან კომპანიებს გავუწიეთ კონკურენცია. კონკურენციის პირობებში არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი.  შენს მომხმარებელს უნდა შესთავაზო მაქსიმალური კომფორტი. ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ გვყავს უამრავი კმაყოფილი და ერთგული კლიენტი. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა დამკვეთი ჩვენგან წასულა სხვა კომპანიის მხრიდან უკეთესი მომსახურების სურვილით, მაგრამ უკან დაბრუნებულა.

 

_ რა არის თქვენი კომპანიის მთავარი გამორჩეული თვისება? რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე?

_ ჩვენი კომპანიის აუცილებელი პირობაა დამკვეთი იყოს კმაყოფილი და მას მომსახურება გაეწიოს ოპერატიულად, ხარისხიანად და მისთვის კომფორტული პირობებით. “Golden Group”-ის გუნდისთვის არ არსებობს „ყოფილი კლიენტი“. ნებისმიერი დამკვეთი, რომელსაც მომსახურება გავუწიეთ ნიშნავს ახალ, პოტენციურ დამკვეთს. თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ კარგად გაკეთებული საქმე საუკეთესო რეკლამაა. ჩვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო დევს დაუღალავ შრომაში, პროფესიონალ კადრებში, გაფართოების მუდმივ მცდელობასა და წინსვლის სურვილში. 

 

_ რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

_ არჩევანს ვაჩერებთ იმ კადრებზე, რომელთაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხისმგებლობის გრძნობის, პუნქტუალურობისა და კომუნიკაბელურობის. ჩემი მხრიდან მუდმივად არის მცდელობა იმისა, რომ კადრებს შევუქმნა სამსახურში ის გარემო, სადაც მოსვლის სურვილი და მუშაობის მოტივაცია აქვთ არა მხოლოდ ანაზღაურებისთვის, არამედ იმ კომფორტული გარემოსთვის, სადაც მუშაობის პროცესი სიამოვნებთ. თანამშრომლებიც ამას ხშირად მეუბნებიან, რომ ეს ის სამსახურია, სადაც მოსვლა უხარიათ და მუშაობის პროცესი სიამოვნებას ანიჭებთ, მიუხედავად მუშაობის სირთულისა. 

 

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

_ მინდა ქველმოქმედებას მივყო ხელი, თუმცა პატარ-პატარა საქველმოქმედო საქმეებს ეხლაც ვაკეთებ, მაგრამ არ მიყვარს ამაზე საუბარი. ვარ, ასევე, რამდენიმე პროექტის ორგანიზატორი და მინდა არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენი კომპანია ჩაერთოს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონირძიებებში.

 

_ როგორ ფიქრობთ, რანდენად მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის მცირე ბიზნესის განვითარება და როგორ შეაფასებთ მის მდგომარეობას?

_ უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, სწორედ ამიტომაც არის ჩემთვის საინტერესო, რადგან საკმაოდ ბევრი კარგი და საინტერესო პროცესების წარმართვა შეგიძლია. ჩვენი სურვილია ეს სფერო საქართველოშიც იმ საფეხურზე იყოს, როგორც ეს ამერიკასა და ევროპაშია. ამისთვის ბევრი პირობაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, რაც კიდევ უფრო დახვეწილს და ცივილურს გახდის უძრავი ქონების ბაზარს. კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და დაცულ გარემოში თანამშრომლობის.

 

_ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, როგორ და სად დაგიკავშირდნენ თქვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული პირები?

_  სანაპიროს №8. ტელ: 598 12 44 43;  598 76 90 31.

 

_ მადლობა ინტევიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ!

_მადლობა თქვენ.

 

      

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ჯანეტ ქერდიყოშვილის ვარდისფერი ბეწვიანი ნაქსოვი პალტო

ყველაზე უჩვეულო ხელისა და გულის თხოვნა

როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ელეგანტური სიბერე: როგორ გამოიყურებიან სიბერეში მოვლილი ქალები

15 ფოტო იმის დამამტკიცებელი, რომ „გული არა ბერდება“

მარიტა როხვაძე ულამაზეს წითელ კაბაში

იდეები პატარა სამზარეულოს მოხერხეულად მოწყობისთვის

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

Категория: ბიზნესი | Просмотров: 3714 | Добавил: popularsge | Теги: გვიამბე შენი ბიზნესის შესახებ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar