Главная » 2016 » ნოემბერი » 2 » ნიკოლოზ ანთიძე ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა
12:01
ნიკოლოზ ანთიძე ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ცეცხლი გაუჩნდა სანთელს, რომელიც მაგიდაზე იდო.

 

„როგორც ამბობენ, ცეცხლი გაუჩნდა სანთელს, რომელიც მაგიდაზე იყო დანთებული. ეს ის მაგიდაა, სადაც აწყვია სანთლები, ხატები და ასე შემდეგ. სამართალდამცველები დააზუსტებენ, მაგრამ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩუმი წვა. კარების გაღების შემდეგ იქაურობა უფრო აალდა. კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი გაიმჭვარტლა. დავიწყებთ გამოკვლევას, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს გაწმენდა. იცით, რომ მხატვრობის კონსერვაცია ძალიან რთული თემაა და რთული დარგია. შესაბამისად, აუცილებელია მეთოდების შერჩევა, როგორ გაიწმინდოს მხატვრობა“, – განაცხადა ანთიძემ.

 

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი პირველ ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. ამ დროისთვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ჯანეტ ქერდიყოშვილის ვარდისფერი ბეწვიანი ნაქსოვი პალტო

ყველაზე უჩვეულო ხელისა და გულის თხოვნა

როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ელეგანტური სიბერე: როგორ გამოიყურებიან სიბერეში მოვლილი ქალები

15 ფოტო იმის დამამტკიცებელი, რომ „გული არა ბერდება“

მარიტა როხვაძე ულამაზეს წითელ კაბაში

იდეები პატარა სამზარეულოს მოხერხეულად მოწყობისთვის

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1792 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar