უზომოდ ჭამის სურვილი _ დაავადების დასაწყისია. მას მოთმინებითა და დიდი მონდომებით უნდა ვებრძოლოთ, დავიცვათ ექიმი-დიეტოლოგების რჩევები:
- ჭამის შემდეგ დიდხანს ნუ იჯდებით მაგიდასთან. დანაყრებას იგრძნობთ ჭამიდან 20 წუთის ან მცირე ხნით ჰაერზე გასეირნების შემდეგ;
- არასოდეს ჭამოთ ფეხზე მდგარმა _ ამ დროს ბევრად მეტს შეჭამთ. თავი აარიდეთ ყოველგვარ, განსაკუთრებით, ხანმოკლე დიეტებს, რადგან დიეტის შემდეგ მაინც აღიდგენთ დაკარგულ წონას;
- აუცილებლად ისაუზმეთ, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმების წვას;
- საუზმეზე აუცილებლად მიირთვით მარცვლეულის, შვრიის, ხორბლისა და ჭვავის ღივი. B ვიტამინი, რომლითაც მდიდარია მარცვლეული, ხელს უშლის შინაგან ორგანოებში ცხიმის დაგროვებასა და ორგანიზმში სითხის შეკავებას;
- შვრიის ფანტელები სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს და ეხმარება გახდომაში. მას ნელა ამუშავებს კუჭი და დიდხანს ვერ გძნობთ შიმშილს;
- მაძღრად ჭამის მოყვარულები სამჯერადიდან ხუთჯერად კვებაზე უნდა გადახვიდეთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ჭამეთ ვაშლი, დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი ან იოგურტი _ ისინი აქრობენ შიმშილის გრძნობას. ვაშლის რბილობთან ერთად შეჭამეთ კურკებიც _ შეიცავს იოდის დღეღამურ ნორმას;
- ყოველთვის უნდა იქონიოთ რამდენიმე ვაშლი, კომბოსტოს ფოთლები, სტაფილო, დაღეჭეთ ნელა და კარგად _ მაშინ ჭამის დროს ნაკლებს შეჭამთ;
- დალიეთ ½ ჩ/ჭ ნედლი ოხრახუშის ნახარში და ჭამა ორი საათით დაგავიწყდებათ. ასევე მოქმედებს პიტნის ნაყენი;
- შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ყველიანი ან ბოსტნეულიანი მაკარონი;
- ბოსტნეულის დღეღამური ნორმაა 300გ (ნედლი, მოხარშული, ჩაშუშული);
- სალათებს დაამატეთ მცენარეული ზეთი ან ახალი კეფირი;
- ხშირად მიირთვით უცხიმო წვნიანი;
- ვახშმად, დაძინებამდე 2 საათით ადრე, მიიღეთ ბოსტნეული ხორცთან ერთად.
ასევე წაიკითხეთ სხვა მასალებიც:
სასაცილო სტატუსები ჩვენი FACEBOOK-ის გვერდიდან (ნაწ.1)
გოგონები კომპლექსების გარეშე
პატარების იუმორი
8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!
ალბერტ აინშტაინის კურიოზებიდან
|