Главная » 2016 » ოქტომბერი » 29 » “ZARA”-ს ტანსაცმელი გურიაში შეიკერება
15:10
“ZARA”-ს ტანსაცმელი გურიაში შეიკერება

თურქული კომპანია „ENA Textile“ გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, კომპანიის წარმომადგენელს სეჩიმ სარანდის შეხვდა.

„ENA Textile“ ძირითად საქმიანობას „ZARA”-ს ტანსაცმლის წარმოება წარმოადგენს და სწორედ აღნიშნული ბრენდის სამოსის ფაბრიკის აშენება იგეგმება ქალაქ ოზურგეთში. პროექტის განხორცილების შედეგად საწარმო 1000-მდე ადგილობრივ მცხოვრებელს დაასაქმებს.

„ გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქალაქ ოზურგეთში არსებული ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. ჩვენ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“ – განაცხადა გია სალუქვაძემ.

 დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” მოხდება.

 



სევე იხილეთ სხვა მასალებიც:

საიდუმლო ადგილი თვითმფრინავებში, რომელსაც ვერ წარმოიდგენდით

ელეგანტური სიბერე: როგორ გამოიყურებიან სიბერეში მოვლილი ქალები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანახაობა

ქალს უნდა ჰქონდეს...

4 წლის პოლიგლოტი გოგონა

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

ყველაზე უჩვეულო ხელისა და გულის თხოვნა

როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

სოფო ბედია: "მიყვარხარ ჩემო თბილო დათვო"

Категория: მოდა | Просмотров: 1700 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar