22:30 7 მიმზიდველობის საიდულო, რომელიც მეცნიერულადაა დამტკიცებული | |
კარგია, თუ ისე ხდება, რომ შენნი რჩეული იგივე გრძნობებით გპასუხობს, მაგრამ თუ თქვენს შემთხვევაში არც მთლად ასეა საქმე, მაშინ გთავაზობთ ხელი მიაშველოთ სიყვარულს. 7 მიმზიდველობის საიდულო, რომელიც მეცნიერულადაა დამტკიცებული:
1.ატარეთ წითელი ფერი კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგლისის, ჩინეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტად მამაკაცებს იზიდავენ ის ქალები, რომლებიც წითელ ფერში არიან ჩაცმულები. ეს ფერი _ ჯერ კიდევ ძველი დროიდან მაღალი სტატუსის ნიშანია. 2. თქვენ სახის სწორი გამომეტყველება გაქვთ 2011 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: 1000 ადამიანს აჩვენეს საწინააღმდეგო სქესის სახის ფოტოები და მათი მიმზიდველობის შეფასება სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო მეტად მიმზიდველებად მიიჩნევენ იმ ქალებს, რომლებსაც ბედნიერი გამომეტყველება აქვთ, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველად ამაყი გამოხედვის ქალები დაასახელეს. ქალებს კი პირიქით, ყველაზე მეტად ამაყი გამოხედვის კაცები მოეწონათ. ქალებისთვის მოსაწონი აღმოჩნდნენ ის კაცებიც კი, რომელთა სახეც სირცხვილს გამოხატავდა. ხოლო კაცებს, რომელთაც ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდათ ყველაზე დაბალი შეფასება მიანიჭეს. 3. თქვენ ბევრ ჟესტიკულაციას იყენებთ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლისთვისაც გააანალიზეს 144 „სწრაფი პაემნების“ (speed dating) ვიდეოჩანაწერი და გამოკითხეს გაცნობის საიტების 3000 მომხმარებელი. კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან პოზას და აქტიურად იყენებენ ჟესტიკულაციას, თითქმის ორჯერ მეტად მიმზიდველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მოკრძალებულად იქცევიან. 4. თქვენ ერთმანეთს თვალებში უყურებთ 2 წუთის განმავლობაში ფსიქოლოგმა ჯოან კელერმანმა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 36-მა წყვილმა, უფრო კონკრეტულად კი ორ უცხო ადამიანს 2 წუთის განმავლობაში უნდა ეყურებინათ ერთმანეთისთვის თვალებში. ექსპერიმენტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ თავიანთი პარტნიორის მიმართ ღრმა სიმპათიასა და მიზიდულობას განიცდიდნენ. მკვლევარებმა გამოიტანეს დასკვნა _ დიდხნიანი მხედველობითი კონტაქტი ეხმარება ურთიერთობის დაწყებას. ასევე, მან შესაძლოა სიყვარულიც კი გამოიწვიოს იმ ადამიანში, რომელიც აქამდე არასოდეს გინახავთ. 5. თქვენ რეაგირებთ პარტნიორის მცდელობებზე _ მიიპყროს თქვენი ყურადღება, და ისიც იგივეთი გპასუხობთ ფსიქოლოგ ჯონ გოტმანს (Jhon Gottman) შეუძლია ცოლ-ქმრებზე დაკვირვებით 100%-ით ზუსტად გითხრათ გაიყრებიან თუ არა ისინი. გოტმანმა 40 წელი გაატარა ურთიერთობების კვლევებში და ამბობს, რომ მთავარი საიდუმლო „საპასუხო მიწოდებაშია“. როდესაც ერთი პარტნიორი მიმართავს მეორეს ნებისმიერი შენიშვნით, მაგალითად: „წარმოგიდგენია, ამ რიგში მთელი ერთი საათი ვიდექი!“, „უი, უყურე, როგორი კატაა!“, მეორეს პასუხი შეიძლებაიყოს სხვადასხვანაირი _ „უჰუდან“ და „ხელს ნუ მიშლიდან“ დაწყებული ყურადღებიანი, ცოცხალი რეაქციით დამთავრებული. თუ პარტნიორი სრულყოფილად რეაგირებს, ანუ „ბრუნდება“ მეორესკენ, წყვილს ყველაფერი კარგად აქვს. გოტმანის კვლევების შედეგების თანახმად, მყარი ურთიერთობების მქონე პარტნიორებს შენიშვნების მიცემის შემთხვევების 87% -ში ჰქონდათ ეგრეთ წოდებული „საპასუხო ჩაწოდება„, ხოლო რომლებიც პარტნიორის რეპლიკებზე მხოლოდ 33% -ის შემთხვევაში რეაგირებდნენ, უახლოეს წლებში დაშორდნენ. 6. თქვენ ძაღლი გყავთ ამ ექსპერიმენტისას ასობით ებრაელს შესთავაზეს წაეკითხათ მამაკაცის რამდენიმე მოკლე აღწერა. კვლევის მონაწილეები ისტორიის იმ გმირებს, რომლებსაც ძაღლი ჰყავდათ, გრძელხნიანი ურთიერთობებისთვის შესაფერისებად მიიჩნევდნენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ძაღლის არსებობა მიანიშებს იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ სხვაზე ზრუნვა და საკუთარ თავზე პაუსხისმგებლობის აღება. 7. თქვენ ზრუნვთ გარემოზე სერიოზული ურთიერთობა ეკოლოგიასთან დაგეხმარებათ არა მარტო პლანეტის შენარჩუნებაში, არამედ რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაშიც. კვლევამ დაადგინა, რომ გრძელხნიანი ურთიერთობისთვის უპირატესობას ანიჭებენ იმ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც უმეტესად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ყიდულობენ. ხოლო ვისაც ურჩევნია ძვირფასი და ძვირადღირებული საგნები, ასეთი ადამიანები მხოლოდ მოკლე რომანისთვის შესაფერისებად მიიჩნევიან. . ასე რომ, კარგად გაიზრეთ ეს მეცნიერულად დამტკიცებული 7 მიმზიდველობის საიდუმლო და უბრალოდ, იყავით ბედნიერები! წყარო: Insider.pro მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:
ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა 2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ | |
|
Всего комментариев: 0 | |