Главная » 2016 » ნოემბერი » 4 » მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ
10:00
მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებისა და ცხოვრებისეული პრინციპების შესწავლის შემდეგ, ფინანსურმა ექსპერტებმა შეიმუშავეს მილიარდერების წარმატების ფორმულა, რომელიც სამ კონკრეტულ კანონში გააერთიანეს და რომლებსაც მდიდარი ადამიანების 10 მცნებასაც კი უწოდებენ.


კანონი N1 - ფული არის ენერგია.

ადამიანთა ნაწილისთვის ფული უმნიშვნელოა, ისინი ამბობენ, ფული უბრალოდ ქაღალდიაო. არსებობენ ისეთებიც ვინც ფულს ბოროტების ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევს. ნუ იქნებით ამ ორი ჯგუფიდან რომელიმეს წევრი, რადგან მილიარდერთა აზრით ფული არის ენერგია, რომელიც უნდა მიიზიდო.

იმ შემთხვევაში თუ, თქვენ ფულს ბოროტებად ან უბრალო ქაღალდად აღიქვამთ, თქვენი ცხოვრებისეული პრინციპები და მიზნები წავა გზით, რომელიც ფულზე არ გადის.


კანონი N2 - დაისახეთ კონკრეტული მიზანი.

ისეთი გეგმები და ოცნებები, როგორიცაა „მინდა ვიყო მდიდარი“ ან „მინდა გამოვიმუშავებდე ბევრ ფულს“ საკმარისი არ გახლავთ. საჭიროა, ზუსტად განსაზღვროთ დროის მონაკვეთი და თანხა, რომელიც მოცემულ პერიოდში გსურთ გამოიმუშავოთ.

ამ ტიპის ამოცანა საშუალებას მოგცემთ, შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური სამოქმედო გეგმა, რადგან დეტალურად განსაზღვრული მიზნისთვის ეფექტური გეგმის შერჩევა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე აბსტრაქტული, ბუნდოვანი და ოცნების მსგავსი დანიშნულების წერტილისკენ მიმავალი გზის პოვნა.


კანონი N3: მიანიჭე უპირატესობა ინვესტიციას.

ფინანსური წარმატების მიღწევის პროცესში საკვანძო სიტყვა გახლავთ არა შემოსავალი, არამედ დანახარჯები. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა უფრო მეტად არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენს და როგორს ხარჯავთ, ვიდრე იმაზე თუ რამდენს გამოიმუშავებთ.

გამოცდილი ადამიანების აზრით, ხარჯების გადანაწილებისას ინვესტირების უპირატესობად ქცევა, სიმდიდრის საწინდარია.
ყოველი შემოსავლის მხოლოდ 2% დახარჯეთ საკუთარ თავზე, 98% კი გამოიყენეთ ისეთი საქმისთვის, რომელიც ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. თუ ფინანსების აღნიშნული პრინციპით გადანაწილებას შეძლებთ და თქვენს მიერ ინვესტირებისთვის შერჩეული საქმე გაამართლებს, მაშინ სიმდიდრე გარანტირებული გაქვთ.

რაც შეეხება სწორად ინვესტირებას, ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია გადავავლოთ თვალი ცნობილი ინვესტორებისკონკრეტულ რჩევებს.

ქართველებისთვის კარგად ნაცნობი, უნგრელი ინვესტორისა და ქველმოქმედის ჯორჯ სოროსის აზრით, თუ ინვესტიცია გართობს და სიამოვნებას განიჭებს, მაშინ მოგებას ვერ მიიღებ. მისი თქმით, კარგი ინვესტიცია მოსაწყენია.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი კი გვირჩევს, არ ჩავდოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში.

ბაფეტის ეს გამონათქვამი ეფუძნება ე.წ. ერთის პრინციპს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, ერთი ბიზნესში ყველაზე ცუდი ციფრია, რადგან თუ თქვენ საკუთარ ფულს მხოლოდ ერთ საქმეში ჩადებთ, ამ საქმის წარუმატებლობის შემთხვევაში აღარაფერი დაგრჩებათ.

მასალა ეკუთვნის vivus.ge-ს ბლოგს ®

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

Категория: რჩევები | Просмотров: 1860 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar