12:55 7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს | |
სამწუხაროდ, არსებობს ისეთი რამეები, რასაც ადამიანები ვერასდროს პატიობენ მშობლებს და ბავშვობის წყენა გაცილებით მეტხანს ამახსოვრდებათ, ვიდრე ათასი ამაგი და სიკეთე. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ახლობლების მიერ ბავშვობაში მიყენებული წყენა მთელი ცხოვრება რჩება. მაინც რა სწყინთ ბავშვებს ყველაზე მეტად და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?
როცა მშობლები შვილებს არჩევენ ეს ის გულისტკენაა, რომელიც სამუდამოდ რჩება ადამიანს და მის ფსიქიკაზეც დიდ გავლენას ახდენს. ხშირად ხდება, რომ დედას თუ მამას (ან ორივეს ერთად) გამორჩეულად უყვარს რომელიმე შვილი და მის ფონზე მეორეს ჩაგრავს. შეიძლება, სიყვარულით არც უყვარს მეტად, მაგრამ ყოველთვის ისე იქცევა, რომ ასეთი ფონი იქმნება. ასეთი რამ ადამიანს არასდროს ავიწყდება და ის ყოველთვის გულნატკენია მშობლებზე იმის გამო, რომ ნაკლებად უყვარდათ.
ბავშვის აზრის უგულებელყოფა ბევრ ოჯახშია ეს პრობლემა, როცა მშობლები არანაირად არ თვლიან საჭიროდ, ბავშვს ჰკითხონ აზრი რაიმეზე, თუნდაც მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მის აზრს პატივს არ სცემენ, ხშირად დასცინიან და ამცირებენ. “კიდევ რა გინდა”, “ისე იქნება, როგორც მე ვამბობ”, “შენ ვინ გეკითხება?” – ასეთი გამოთქმები და დამოკიდებულება უკვე გაზრდილ ბავშვებს დიდხანს ახსოვთ.
უსამართლობა ესეც ხშირი პრობლემაა. ხშირად მშობლები უსამართლოდ სჯიან ბავშვებს იმ საქციელისთვის, რაც არც კი ჩაუდენიათ. ან ისეთი საქციელისთვის, რაც მინიმუმ – სასჯელს არ იმსახურებდა, მაქსიმუმ კი (დიახ, ასეთი შემთხვევებიც არის) – ჯილდოს ღირსი იყო. უსამართლო და დაუმსახურებელი ბრალდებები და სასჯელი მთელი ცხოვრების გულისტკენად რჩება. ღალატი და ტყუილი რასაც ბავშვები ვერასდროს ივიწყებენ – ეს არის ახლობელი ადამიანის ღალატი. ბავშვის სანუკვარი საიდუმლოს სხვებისთვის გამხელა, სხვათა ინტერესების ბავშვზე წინ დაყენება, პირობის დარღვევა – უფროსების ასეთი საქციელი ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს და მშობლებისადმი პატივისცემასაც უქრობს.
გულგრილობა “რაც გინდა, ის გააკეთე, სულ ერთია”, – მშობლების ასეთი დამოკიდებულება არანაკლებ საწყენია, ვიდრე გამუდმებული აკრძალვა და დიქტატი. გულგრილობა, ზედაპირული და გაუცხოებული დამოკიდებულება შვილის მიმართ, სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც მასზე სამუდამო დაღს დატოვებს. სხვებთან შედარება ბევრმა მშობელმა იცის ბავშვის შედარება მის და-ძმასთან თუ სხვა, მშობლის გადასახედიდან უფრო წარმატებულ ბავშვთან. ბავშვს უყალიბდება განცდა, რომ მას ყველა ჯობია, ის ჩამორჩენილი და გარიყულია. ამ წყენას, ამ მუდმივ შეჯიბრს და დამცირებას ის ვერასდროს ივიწყებს. ამიტომ ჯობს, ხშირად შეაქოთ, წახალისოთ.
“მე შენი არ მჯერა” ძალიან ხშირად მოსიყვარულე მშობლებიც დიდ შეცდომას სჩადიან, როცა გამუდმებით ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ არ ჯერათ თავიანთი შვილების და მათი შესაძლებლობების. “მომეცი, ჯობია მე გავაკეთო”, “შენ მაინც არ გამოგივა”, “როგორ არაფერი გამოგდის, ვის სჭირდები ასეთი უგერგილო” – ეს ის ფრაზებია, რომლებიც გამუდმებით რჩება ბავშვის თავში და სერიოზულ გავლენას ახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე.
მიზეზი ბევრია, რითაც გულს ვტკენთ ხოლმე ბავშვს, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი მალე ავიწყდება პატარას, უკვალოდ ქრება. ზოგიერთი კი დიდხანს ამახსოვრდება. მშობლებმა ყოველთვის უნდა იფიქრონ, მათი რომელი ქმედებები, სიტყვები და ემოციები (თუ უემოციობა) შეიძლება აღმოჩნდეს მტკივნეული და სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაც კი, რასაც შვილი არასდროს დაივიწყებს. წყარო: mshoblebi.ge ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:
ტესტი: რა დაინახეთ პირველად: მამაკაცის სახე, ოკეანე თუ გემი? ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა 2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ | |
|
Всего комментариев: 0 | |