Главная » 2016 » ნოემბერი » 9 » ანა ცერცვაძე: "არასოდეს ვღალატობ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს“
21:16
ანა ცერცვაძე: "არასოდეს ვღალატობ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს“

ბლიც ინტერვიუ ბიზნესმენ ანა ცერცვაძესთან, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს.


_ გვიამბეთ ორი სიტყვით, ვინ ხართ?
_ ცერცვაძე ანა. მაქვს საკუთარი უძრავი ქონების კომპანია“Golden Group” და ვარ ასევე სხვადასხვა პროექტების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში ჩართული.
 
_ თქვენი მთავარი მიღწევა?
_ მთავარი მიღწევა წინ მაქვს.
 
_ თქვენი დადებითი თვისებები?
_ არასოდეს ვღალატობ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს.
 
_ და _ უარყოფითი?
_ ზედმეტად ვენდობი ადამიანებს, რაც ხშირად ძალიან ძვირად მიჯდება.
 
_ საუკეთესო დღე თქვენს ცხოვრებაში?
_ ყოველი დღე საუკეთესოა ჩემთვის, როცა ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად არიან.
 
_ დღეს რამ გაგახარათ?
_ დილამ, რომელიც სიურპრიზით დაიწყო. 
 
_ რა სიურპრიზით?
_ სიურპრიზის ავტორი მეუღლეა, დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებ .
 
_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?
_ ღალატი და უმადურება, თუმცა საკმარისად დაბალანსებული ნერვული სისტემა  მაქვს და იშვიათად ვღიზიანდები. 
 
_ რაზე ოცნებობთ?
_ ოცნება ბევრი მაქვს, თუმცა არარეალური არცერთი.
 
_ სად გინდათ სიბერის გატარება?
_ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მე და ჩემს მეუღლეს და ჩვენი სიბერე ასე წარმოგვიდგენია: ტყეში ჩადგმული პატარა, კომფორტული სახლი ბუხრით, დიდი ეზო ყვავილებით, აუცილებელი პირობაა მარანი, სადაც სტუმრად მოსულ ბებრუცუნა მეგობრებს გავუმასპინძლდებით ხოლმე. 
 
_ როდის გრძნობთ თავს ყველაზე ბედნიერად?
_ როდესაც შემიძლია ადამიანებს დავეხმარო.
 
_ რას შეცვლიდით თქვენში?
_ ძალიან ბევრ რამეს. განსაკუთრებით მომატებულ რამდენიმე კილოგრამს. 
 
_ რას უფრთხილდებით ყველაზე მეტად, იმათგან, რაც უკვე გაგაჩნიათ?
_ ურთიერთობებს, ჩემთვის ღირებულ ადამიანებთან. 
 
_ რისი გეშინიათ?
_ პანიკურად მეშინია ფრინველების.
 
_ ოქროს თევზი რომ გყავდეთ, რას სთხოვდით?
_ საყვარელი ადამიანები მყავდნენ ჯანმრთელები და არასოდეს უჭირდეთ მათ.
 
_ თქვენი საყვარელი მწერალი?
_ ძალიან ბევრია ასეთი, თუმცა ვთვლი, რომ რა გარდატეხაც მოახდინა ჩემს ბავშვობაზე ნოდარ დუმბაძემ დღემდე შეუცვლელია.
 
_ თქვენი იდეალი?
_ როცა მშობლებში ისე გიმართლებს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაშია, წარმოუდგენელია იდეალი სხვა ვინმე გყავდეს. მამა არის ჩემთვის სიკეთის, ადამიანობის, უშეცდომოდ ცხოვრების, მაღალი ინტელექტისა და სიმშვიდის მაგალითი, ხოლო დედა არის ჩემთვის, ასევე, სიმშვიდის, მოთმინების, სიკეთის, სიყვარულისა და სისპეტაკის მაგალითი.
 
_ საყვარელი საჭმელი?
_ მიყვარს სალათები, ხილი, ტკბილეული ჩემი სუსტი წერტილია. არ მიყვარს ხორცი, თუმცა ჩემმა მეუღლემ, რომელსაც ხორცის გარეშე ვერცერთი დღე ვერ წარმოუდგენია, მოახერხა ის, რომ ხორცს ცოტ-ცოტას ვეპარები ხოლმე. 
 
_ საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?
_ მამაჩემმა მითხრა ერთხელ ასეთი რამ: „არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ. შენი ცხოვრების კრედოდ გაიხადე ეს და უშეცდომოდ იცხოვრებო“.  ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას, თუმცა ვცდილობ თუ ვინმეს სარგებელს ვერ მოვუტან, არ ვავნო მაინც.
 
_ სამომავლო გეგმები?
_ სწავლის გაგრძელება, ქველმოქედება, ბიზნესის გაფართოება...

 

    

      

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

არ დართოთ შვილს "გოჭი პეპას" ყურების უფლება! _ ფსიქოლები გაფრფთხილებენ

4 ოქროს წესი, როგორ დავხარჯოთ, რომ ყველაფერზე გვეყოს

ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან

ზაზა ფაჩულიამ ოცნება აიხდინა

მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა

2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

თამუნა ინგოროყვას კოლექცია _ გაზაფხული 2017

ჯაბა დიასამიძის კოლექცია ზამთარი 2016

Категория: ბლიც ინტერვიუ | Просмотров: 3832 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar