Главная » 2016 » ნოემბერი » 13 » ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
13:12
ქალის სიყვარულის ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სურთ ქალებს ალბათ ეს კითხვა ნებისმიერ მამაკაცს აწუხებს. თუ არ აწუხებს აინტერესებს მაინც როგორაა ქალის ტვინი მოწყობილი.  ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ქალები სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლების მქონე ინდივდებად იყოფიან. ხასიათი და შეხედულებებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ზოგიერთს გვიან უყვარდება და ხანგრძლივი ერთგულება შეუძლია, ნაწილს კი პარტნიორების ხშირი ცვლა მიაჩნია ბუნებრივ მოვლენად და თვლის რომ ყველა მორიგ ჯერზე ახლებურად და უკეთესად უყვარს..

 

ვერძს მხურვალედ, მაგრამ რამოდენიმეჯერ უყვარს ცხოვრებაში. მისი გრძნობები უცებ აალებადი და ქრობადია. მამაკაცმა იგი მუდმივ ინტერესში უნდა ამყოფოს.

 

კუროს ძნელად უჩნდება სიმპათიები, მაგრამ თუკი ვინმე შეუყვარდა ხანგრძლივად და ერთგულად უყვარს. იშვიათად იცვლის ბევრ პარტნიორს ცხოვრებაში.

 

ტყუპს ხშირად და მარტივად უყვარდება. მისთვის საინტერესო კაცი უკვე ნიშნავს ახალი რომანის დასაწყისს. ასეთი მამაკაცები კი მის ცხოვრებაში მინიმუმ სამზე მეტია.

 

კირჩხიბს ძნელად უყვარდება, ხშირად ერთხელ და სამარადჟამოდ. უყვარს იმის შემდეგაც კი როცა მამაკაცი საბოლოოდ მიატოვებს და სხვაზე გაცვლის. ან უბრალოდ აღარ იქნება ამ ქვეყნად.

 

ლომს უსიყვარულოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ყოველ ჯერზე უყვარს მთელი გულით და ემოციების სიმძაფრით. თუმცა გულისსწორს მეწვრილმანეობას და ღალატს ვერ პატიობს.

 

ქალწულთან ძალიან რთულად მოდის სიყვარული, იმიტომ რომ გონება ყოველთვის უსწრებს წინ გრძნობას. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად და ხანგრძლივი ვადით.

 

სასწორს თავად სიყვარული უყვარს, ამიტომ კონკრეტული ობიექტი ხშირად არც კი ესაჭიროება. შესაძლოა ლიტერატურულ გმირზე ან ფილმის პერსონაჟზეც იყოს შეყვარებული. უყვარს ხშირად, თუმცა მოკლევადიანი ფლირტის სახით.

 

მორიელს შუალედური გრძნობები არ გააჩნია. ამიტომ ან ძალიან უყვარს ვინმე, ან დასანახად ვერ იტანს. უყვარს იშვიათად, თუმცა მთელი გულით და არსებით. თუმცა სიყვარულის ობიექტის ასეთივე ძალით შეძულებაც მარტივად ეხერხება.

 

მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ იდეალთან მიახლოვებულ კაცს თუ ხვდება (ასეთი კი მის ცხოვრებაში ბევრია) უპირობოდ უყვარს. მაგრამ ყოველ ჯერზე მყარად სწამს რომ ეს ბოლო და ყველაზე ნამდვილი სიყვარულია მის ცხოვრებაში.

 

თხის რქას პრეტენზიული გემოვნება აქვს. გონებით ირჩევს მამაკაცებს. უყვარს იშვიათად თუმცა ერთგულად. მაგრამ ემოციების ზედმეტი აფიშირების გარეშე.

 

მერწყულს ყველა უყვარს, მთელი კაცობრიობა და ღიზიანდება იმ ფაქტით რომ ერთი ადამიანის სიყვარულით უნდა შემოიფარგლოს. უყვარს ბევრჯერ, თუმცა ნაკლებად ღრმად და მოკლე ხანგრძლივობით.

 

თევზებს საკუთარი თავი უყვართ სიყვარულში. ხშირად ტანჯვაშიც პოულობენ სიამოვნებას. უყვართ ხშირად, თუმცა ზოგჯერ ცალმხრივად და უიმედოდ.

 

წყარო : cacao.ge



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ტესტი: რა დაინახეთ პირველად: მამაკაცის სახე, ოკეანე თუ გემი?

ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან

ზაზა ფაჩულიამ ოცნება აიხდინა

მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა

2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

თამუნა ინგოროყვას კოლექცია _ გაზაფხული 2017

ჯაბა დიასამიძის კოლექცია ზამთარი 2016

Категория: რჩევები | Просмотров: 1864 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar