Главная » 2016 » ნოემბერი » 10 » ხატია სიჭინავა ქართულ ბიზნეს აფიორას ააშკარავებს
15:44
ხატია სიჭინავა ქართულ ბიზნეს აფიორას ააშკარავებს

ამის შესახებ ჟურალისტი სოციალურ ქსელში წერს: 

„ვინაიდან უკვე ჩემს საყვარელ ხალხს ეხება, გადავწყვიტე ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ !!!

Qnet, ფულის შოვნის მარტივი გზა თუ გაკოტრების კიდევ ერთი საფრთხე

სიხარბე ადამიანის ერთ –ერთი ის თვისებაა, რომელიც კრეატიულობას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იბადება მრავალი ბიზნეს თუ აფიორული იდეა. ერთ–ერთი მათგანი 1998 წელს დაიბადა და დღემდე ცოცხლობს. რამოდენიმე წლის წინ კი საქართველოშიც შემოვიდა და ფესვები მეტასტაზების მსგავსად გაიდგა.

 

“პირდაპირი მიყიდვის ქსელური მარკეტინგი” ანუ QNET, ერთი შეხედვით, მართლაც მიმზიდველი სისტემაა, მისი წევრები კი ძალისხმევას არ იშურებენ ახალი ადამიანების საპოვნელად. ქართულ ბაზარზე რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში, იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო, რეალურად ეს პროექტი რიგითი ფინანსური პირამიდაა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სქემა ლამაზადაა შეფუთული და გონივრულად გააზრებული, აგერ უკვე 18 წელია წარმატებულად პოულობს ახალ და ახალ მსხვერპლს, სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა პროექტში ჩართვა ყველა მსურველისთვის არაა ხელმისაწვდომი.

 

QNET-ში ჩართული ადამიანი ერთადერთია, ვისი მეშვეობითაც შეიძლება სისტემაში შესვლა, მას რეკომენდატორს უწოდებენ. ახლადმისული ადამიანი მიყავთ ოფისში, მართავენ პრეზენტაციას, უსახავენ ბიზნესის სტრატეგიას, ეუბნებიან, რომ წკიპზეა იმ მომენტთან, როდესაც მისი შემოსავლით ახალ “ფერარის” გამოაგორებს ცენტრიდან და ა. შ. ფსიქოლოგიური დამუშავება და მთლად გამოთაყვანება მათი ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

რეგისტრაცია შეიძლება საიტიდან რაიმე ნივთის ყიდვით, შენაძენის ღირებულება 2000-3000 დოლარს მაინც უნდა შეადგენდეს (ადრე უფრო იაფი იყო). პროდუქციის არჩევანი არც ისე დიდია, არის საათები, სამკაულები, მცირე კომპიუტერული ტექნიკა, საგზურები, რაღაც პატარა მინისებრი წრე, რომელიც თურმე აურას წმენდს და საერთოდაც ყველაფერს კურნავს. შენაძენის გაკეთების შემდეგ ოფიციალურად ხდებით კომპანიის პარტნიორი, პროფილი იხსნება საიტზე და ჩანს სამუშაო გეგმა. სამუშაო კი ამგვარია – ახალმა მისულმა ადამიანმა უნდა დაიწყოს მისნაირების ძებნა, რათა დაარწმუნოს, რომ ჩადონ ამ საქმეში ფული. როდესაც (თუ) ორ ადამიანს იშოვის, შემდეგ მათ უნდა დაეხმაროს ხალხის პოვნაში, ასე გრძელდება უსასრულოდ. შემოსავალი კი ქვემოთ ვიღაც ახლის შენაძენიდან მისდის მის ზემოთ მყოფ ხალხს.

 

თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა რეალური ღირებულების უნდა იყოს შენაძენი, როდესაც მისი ყიდვა გულისხმობს ზემოთ დონეებზე პროცენტის გადახდას. თითქოს ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, მიდის ადამიანი, შემდეგ მას მიჰყავს კიდევ ორი, ორს კიდევ ოთხი და ა. შ. მაგრამ პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც არავინაა მისაყვანი. ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს მსგავსი თანხის, რაღაც პროექტში ჩამდები. ეს გათვალისწინებულიცაა მათი მოქმედების გეგმაში, ამიტომაც ახალ წევრებს ურჩევენ, რომ ხალხის ძიება მათივე საახლობლოდან დაიწყონ, მეგობრები და ოჯახის წევრი უფრო ადვილად დასაყოლიებელია, ვიდრე უცხო. სწორედ ამიტომაა, რომ შემდგომ პერიოდში ეს “ბიზნესი” ხდება არა მხოლოდ დაკარგული ფული, არამედ დაკარგული ახლობელი ადამიანებიც. როდესაც ჩათრეული სხვასაც ითრევს, უკვე იბადება კონფლიქტი.

 

საქართველოში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია ამ საქმეში ჩართული და მათი დამსახურებით, ფული გადის ქვეყნიდან. ამ საქმისთვის ადამიანები ყიდიან მანქანას, ბანკიდან გამოაქვთ სესხი, ალომბარდებენ ძვირფასეულობას და ა.შ. შემდეგ კი ტრენინგზე ნასწავლი ფრაზებით ცდილობენ ხალხის გადაბირებას, აქცენტი ძირითადად გამოუყენებელ შანსებზე, 300 ლარიან ხელფასზე და სამსახურებრივ მონობაზეა, ანუ უსაფუძვლო დაპირებები. მიუხედავად ყველაფრისა, ესაა პირამიდა, რომელშიც შეიძლება ფულის შოვნა, ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთს შეუძლია უცოდინარი და დაბნეული ხალხის გადაბირება, მათ ხარჯზე წილის მიღება, ქსელის გაზრდა. რა თქმა უნდა, სადღაც ქვევით არის ხალხი, რომელიც ბანკის ვალს იღებს და შემდეგ გამწარებული დარბის, მაგრამ მათი წყალობით შემოსული თანხა, უსიამოვნო ფიქრებს აქარწყლებს.

 

მსგავსი შემოთავაზებები და QNET-ანტი ადამიანები მუდამ იარსებებენ, თუმცა, უბრალო საღი გონებაც საკმარისია 90%-იანი მახისგან თავის დასაღწევად“ – წერს სიჭინავა.

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ტესტი: რა დაინახეთ პირველად: მამაკაცის სახე, ოკეანე თუ გემი?

ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან

ზაზა ფაჩულიამ ოცნება აიხდინა

მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა

2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

თამუნა ინგოროყვას კოლექცია _ გაზაფხული 2017

ჯაბა დიასამიძის კოლექცია ზამთარი 2016

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 2054 | Добавил: popularsge | Теги: ცნობილი ქართველები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar