Главная » 2016 » ნოემბერი » 11 » რა თქვა სიკვდილის წინ სტივ ჯობსმა: სიტყვები, რომელიც ყველამ უნდა წაიკითოს
09:40
რა თქვა სიკვდილის წინ სტივ ჯობსმა: სიტყვები, რომელიც ყველამ უნდა წაიკითოს

მიუხედავად მისი სიმდიდრისა, მან მოახერხა დარჩენილიყო უბრალო ადამიანად. ინტერნეტში გავრცელდა მისი ბოლო სიტყვა, რომელიც საავადმყოფოში წარმოთქვა. ეს სიტყვები სულს შეგიძრავთ:

 

„მე შევძელი დამეპყრო წარმატების მწვერვალები ბიზნესის სამყაროში. ბევრს მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება _ ეს წარმატების განსახიერებაა. მაგრამ ვაღიარებ, სამუშაოს დროს მე არც ისე ბევრი სიხარული მქონდა. და საერთოდ, სიმდიდრე _ ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც, უბრალოდ, შევეგუე.

 

ამ მომენტში საავადმყოფოს ლოგინში ვწევარ და ვისხსენებ ჩემს ცხოვრებას. სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი სიკვდილის პირისპირ დაკარგეს თავისი წინანდელი მნიშვნელობა.

 

როდესაც სიბნელეში მწვანე შუქს ვხედავ, ჩემი სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატიდან მომავალს და მესმის მისთვის დამახასიათებელი მექანიკის ხმები, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა, როცა საკმარისი ფული გვაქვს, ზუსტად იმის დროა დავფიქრდეთ ცხოვრების სრულიად სხვა კითხვებზე, რომელიც სიმდიდრეს არ უკავშირდება...

 

ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. შესაძლოა, ეს ვინმესთვის ურთიერთობებია, კიდევ ვინმესთვის _ ხელოვნება ან ბავშვობის ოცნებები...

 

მუდმივი დევნა მომგებიანობაზე ადამიანს ამსგავსებს მარიონეტს. ეს მოხდა ჩემთანაც. ღმერთმა მოგვცა გრძნობები, რომ შევძლოთ ჩვენს სიყვარულზე ვუთხრათ ახლობელ ადამიანებს.

 

სიმდიდრის, რომელიც მე მოვიხვეჭე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, თან წაღება არ შემიძლია. ყველაფერი, რასაც თან წავიღებ _ ეს მხოლოდ სიყვარულთან დაკავშირებული მოგონებებია. აი, ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც თან უნდა გდევდეთ და გაძლევთ ძალას წინ სიარულისთვის.

 

სიყვარულს შეუძლია გადალახოს უზარმაზარი მანძილი. ცხოვრებას საზღვარი არ გააჩნია. დაიპყრეთ სიმაღლეები, რომლის დაპყრობაც გინდათ. წადით იქ, სადაც გული გიხმობთ. ეს ყველაფერი თქვენს ხელშია.

 

ფულის ქონის შემთხვევაში უამრავ ადამიანს დაიქირავებთ, რომლებიც გატარებენ, გააკეთებენ რამეს სახლში ან სამსახურში. მაგრამ არავინ აიღებს თქვენს ავადმყოფობას თავის თავზე.

 

მატერიალური საგნები, რომლებსაც ხელიდან ვუშვებთ, კიდევ შეიძლება იპოვო, გამოიმუშავო, მოძებნო. მაგრამ არის ერთი რამ, რომელსაც ვერასოდეს იპოვი თუ ის დაკარგე _  ეს ცხოვრებაა.

 

არ აქვს მნიშვნელობა, რამდემი წლის ხართ ახლა და რას მიაღწიეთ. თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიდგება დღე, როდესაც ჩვენი ფარდა დაეშვება...

 

თქვენი განძი _ ეს არის სიყვრული ოჯახის, შეყვარებულის, ახლობლების, მეგობრების...

თავს გაუფრთხილდით. იზრუნეთ სხვებზე“. 

 

წყარო: okok.life/life

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ტესტი: რა დაინახეთ პირველად: მამაკაცის სახე, ოკეანე თუ გემი?

ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან

ზაზა ფაჩულიამ ოცნება აიხდინა

მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა

2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

თამუნა ინგოროყვას კოლექცია _ გაზაფხული 2017

ჯაბა დიასამიძის კოლექცია ზამთარი 2016

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 1854 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar