Главная » 2018 » სექტემბერი » 18 » რაშია თქვენი დაბალი თვითშეფასების მიზეზი?
12:45
რაშია თქვენი დაბალი თვითშეფასების მიზეზი?

თუ დაფიქრდებით და დააკვირდებით, ჩვენს გარემოცვაში პრაქტიკულად ვერ მოძებნით ადეკვატური თვითშეფასების გოგოს.  გოგონები მუდმივად ვჩივით იმის გამო, რომ ძალიან მსუქნები ან გამხდრები ვართ... იმისთვის, რომ ვებრძოლოთ დაბალთვითშეფასებას, ჯერ მისი გამომწვევი მიზეზები უნდა გავარკვიოთ. 

გეცნობათ თუ არა ფრაზები: გვერდიდან უკეთ ჩანს, მე სიკეთეს გისურვებ, მე ხომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა, კრიტიკის მიღება უნდა შეგეძლოს და ა.შ. ეს ფრაზები გვესმის ბაშვობიდანვე, სახლში თუ სკოლაში და უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში გამვლელსაც კი შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება და „კეთილი რჩევით“ „გულიანად“ გაგვაკრიტიკოს. 

ჩვენში ჩვეულებრივი ამბავია ადამიანს უთხრა ყველა სისაძაგლე _ თუ როგორ გამოიყურება, როგორ ლაპარაკობს, როგორ იქცევა და როგორი ადამიანია. თუ დაფიქრდებით და გააანალიზებთ, გაგახსენდებათ, რომ კრიტიკული კომენტარის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ. ძალიან იშვიათია, კრიტიკა უკეთესობაში დაგეხმაროთ. ჩვეულებრივ, კრიტიკის შემდეგ ადამიანი ცუდ ხასიათზე დგება, იწყებს ნერვიულობას, საკუთარ თავში დაეჭვებას და ხდება უფრო ცუდად, ვიდრე კრიტიკამდე იყო. ეს შეგრძნება არ გადის დროთა განმავლობაში. ხანდახან შეიძლება ერთმა კრიტიკულმა კომენტარმა ცხოვრების მთელი წლები გაგიფუჭოთ.

ყველაზე ხშირად კრიტიკა მოდის ჩვენი ახლობელი ადამინებისაგან, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ასეთი შეიძლება იყვნენ მშოლები, მეგობრები და თვით ჩვენს მიერ არჩეული ცხორების მეგზურიც კი. არსებობენ ისეთი ბიჭები, რომლებიც მხოლოდ გაკრიტიკებენ _ როგორ მოიმატე, გახდი, ძალიან პატარა მკერდი გაქვს, არ მომწონს შენი კოცნა, როგორი „ბაევოი“ ხარ, შენამდე ყველა ქალს  ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, როგორ იცვამ... კაცი, რომელიც გაკრიტიკებთ, გინადგურებთ თვითდაჯერებასა და საკუთარი თავის რწმენას. 



საბოლოო ჯამში, მუდმივი კრიტიკისგან იკეტებით თქვენს თავში და იმის გამო, რომ აღარ მოისმინოთ ეს საზიზღრობები, ცდილობთ აღარაფერი გააკეთოთ. გეშინიათ შეეხოთ რაიმე ახალს, გეშინიათ წამოხვიდეთ ურთიერთობიდან, რომელიც განგრევთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ხართ, ასეთი არავის უნდიხართ. ამ დროს ქალები ჩვეულებრივ ფიქრობენ ხოლმე, განა სხვა ვინმე შემიყვარებს ასეთი თმებით, ცხვირით, წონით, ყურებით? 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია იყო ბედნიერი, თუ არ გიყვარს შენი თავი. თუ ქალს თავი არ მიაჩნია ღირსეულად, ფიქრობს, რომ ისეთს, როგორიც არის არავინ შეიყვარებს, მაშინ ის იწყებს საკუთარი სიყვარულის დამსახურებას და ასე ვთქვათ, გამომუშავებას, რის გამოც მეორე ნახევარს ფეხქვეშეგება, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ ეჩხუბება და აკრიტიკებს.  

თქვენ არ უნდა იღებდეთ კრიტიკას! თქვით არა!



შეწყვიტეთ ეს! შეაჩერეთ კრიტიკის ნიაღვარი თქვენი მისამართით. თქვით, რომ კმარა! მე არ მითხოვია თქვენთვის რჩევა! გთხოვთ, ნუ მეუბნებით ამას! 

როგორ განვთავისუფლდეთ ამ მდგომარეობიდან?

ასწავლეთ თქვენს მეორე ნახევარს უკუკავშირის სწორად დამყარება, იმისთვის, რომ არ იყოთ მოწყენილი, გაბრაზებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი. აუხსენით მას ამის შესახებ, ესაუბრეთ საკუთარ ემოციებზე და თუ უყვარხართ, ის აუცილებლად გაგიგებთ. მსგავსი საუბრები რეკომენდირებულია მეუღლის კარგად დაპურებისა და დასვენების შემდეგ. კრიტიკის დროს, თქვენ განერვიულებული ხართ და შესაბამისად, კარგს და კარგად ნამდვილად ვერაფერს ეტყვით. შედეგად საუბრის ნაცვლად ჩხუბი გამოგივათ. გახსოვდეთ, არ გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემები ემოციებით ან ცხელ გულზე. 

სხვადასხვა წყაროების მიხედვით მოამზადა

ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ

მოგვწერეთ კომენტარებში, თქვენ გაკრიტიკებენ? მოგეწონათ თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული ეს თემა და რის შესახებ ისურვებდით, რომ მოგვემზადებინა მომდევნო სტატია.     
 



 

 
 
 
 
Категория: რჩევები | Просмотров: 2314 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar