08:16 როგორ ვათხოვნინოთ ცოლობა შეყვარებულს? | |
თუ გყავთ შეყვარებული, გაქვთ დიდი ხნის უთიერთობა და ქორწინების შესახებ ის ისევ დუმს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. დღეს შემოგთავაზებთ ცნობილი ბლოგერის მილა ლევჩუკის ხრიკებს, რომელიც უამრავ გოგოს უკვე გამოადგა. თუმცა, სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავიდოდეთ, ორი სიტყვით გეტყვით, რომ ლევჩუკს, ასევე, აქვს კურსები გოგონებისათვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ბედნიერი ურთიერთობების შესახებ ასწავლის, აქვს ამავე თემაზე რამდენიმე წიგნი გამოშვებული და ინსტაგრამზე მილიონ ექვსასი ათასი ფოლოუერი ჰყავს. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ თუ რჩეულს აიძულებთ საყვარელი ეშმაკობებით, სიტყვებით ან არგუმენტებით დაოჯახებას, ის ადრე თუ გვიან გაიქცევა. კაცი იძულებით ვერასოდეს იცხოვრებს. ის ამას დიდიხნით დაგიმახსოვრებთ და დარტყმას მოგაყენებთ მაშინ, როცა თქვენთვის ყველაზე მტკივნეული იქნება, მაგალითად, ორსულობისას. ის რასაც მილა ლევჩუკი გთავაზობთ საშუალება არაა, ეს ტესტია: საერთოდ შემქმნელია თუ არა ის თქვენთან ერთად ოჯახის? ტესტი მიგიყვანთ ან ქორწინების ბეჭედთან ან დაშორებასთან. უფრო ზუსტად კი, მიგიყვანთ გაჭიანურებული სიტუაციის გარკვევისა და დაგვირგვინებისაკენ. მილა ლევჩუკის კურსების წევრები
მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ: „მოულოდნელად უნდა აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ირგვლივ მთელი სამყაროა საინტერესო საგნებით, მნიშვნელოვანი საქმეებით, კარგი ადამიანებით და დაკავდეთ თქვენი ცხოვრებით, რომელიც გაჟღენთილია პოზიტიური მოვლენებით. თუ ასეთი არ გაქვთ, უნდა მოაწყოთ. და ახლა მისთვის უნდა გახდეთ: „გაკოცე-გაკოცე, მაპატიე, გავრბივარ, იმდენი საქმეა, იმდენი საქმეააა! და გაუსხლტეთ. ტელეფონს არ უპასუხოთ და არ გადაურეკოთ! განაწყენდება? თქვენ ისევ უპასუხეთ _ გაკოცე, გაკოცეე, მაპატიე, დაკავებული ვიყავი“. და არ მოუყვეთ რითი. მან არ უნდა იცოდეს, სად ხართ ამ მომენტში (თუ დაკითხვას მოგიწყობთ - გამოტყდით, რაღას იზამთ), რა გეგმები გაქვთ. შეამცირეთ ნახვებიც, კვირაში ორ-სამჯერ უნდა ნახოთ, ტელეფონზე საუბრები დაიყვანეთ10 წუთზე, ხოლო მესიჯზე პასუხი 2 საათში ერთხელ დაუბრუნეთ. დიახ, ის აგაფეთქებთ, განაწყენდება, იმიტომ რომ დაიწყებს გაცნობიერებას, შესაძლოა დაგკარგოთ, რომ თქვენ მასზე არ ხართ დამოკიდებული. აქ ორი გამოსავალია: ან იტყვის _„ ნუ არ იქნები ჩემთან და ნუ იქნები, უშენოდაც კარგად ვარ“ და ესე იგი არც არა-სო-დეს დაოჯახდებოდა თქვენზე! თქვენ კი ამის შესახებ ადრე გაიგეთ, ვიდრე 7 წელი ისხდებოდით ერთად ბეჭდის მოლოდინში. ან გამოიქცევა! მოგძებნით, დაგიჭერთ, შეგინარჩუნებთ, ყვავილებს გაჩუქებთ, რაც მთავარია, დაქორწინებას შემოგთავაზებთ და ხელზე ქორწინების ბეჭედს გაგიკეთებთ. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ამ შედეგისთვის თუ ერთად ცხოვრობთ მისგან უნდა გადახვიდეთ (ან ის გადაასახლოთ თქვენგან) მიზეზით: დავფიქრდეთ მომავალზე, გავაკეთოთ პაუზა და გავერკვეთ ჩვენს თავში. შემდეგ კი ურთიერთობა დაიყვანეთ კი-კი, არა-არა-ს დონემდე. მე უკვე მაქვს ბევრი გოგონას მაგალითი, ვის ცხოვრებაშიც ამ მეთოდმა კარგად იმუშავა. აბა, მზად ხართ, გაიმეოროთ იგივე თქვენც?“
P.s. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის, გაუზიარეთ სხვებსაც. მოგვწერეთ კომენტარებში, თუ გსურთ მსგავსი თემის მასალები კიდევ შემოგთავაზოთ. მასალების გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასოა. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს ( "populars.ge" -ს) დასახელება.
| |
|
Всего комментариев: 0 | |