Главная » 2018 » აგვისტო » 21 » როგორ შევარჩიოთ, რისი ბიზნესი წამოვიწყოთ?
19:10
როგორ შევარჩიოთ, რისი ბიზნესი წამოვიწყოთ?

(თუ საიტზე შემოსული ხართ ტელეფონით, მაშინ საიტზე ინფორმციების ადვილად წასაკითხად უნდა შეასრულოთ შემდეგი მითითება)

        არსებობს გამოთქმა, „თუ ფული გჭირდება, დაიწყე ბიზნესი, თუ სასწრაფოდ გჭირდება, დაიწყე დღესვე“. ჰოდა, თქვენც თუ ამ აზრზე ხართ და ვერ გადაგიწყვეტიათ კონკრეტულად რა სფეროში სცადოთ ბედი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. 
იმისთვის, რომ გაარკვიოთ, რა ბიზნეს საქმიანობას მიჰყოთ ხელი, საჭიროა, პირველ რიგში დაადგინოთ თქვენი ძლიერი მხარეები. ამ უკანასკნელის გასარკვევად კი შემდეგი ორი საშუალება დაგეხმარებათ. 


 


პირველი ვარიანტი:

მუდმივად ჰკითხეთ თქვენს თავს  _ მთელი ცხოვრების რაზე დასახარჯად ხართ მზად?   
მოგეხსენებათ, ჩვენი ცხოვრება ერთია, ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ ეს თქვენს თავს.

მეორე ვარიანტი:

შეადგინეთ სია, თქვენი აზრით, რა გამოგივიდოდათ კარგად. ჩამონათვალი უნდა შედგებოდეს 10 მიმართულებისგან. ამ 10 პუნქტიდან კი 3 კრიტრიუმით მხოლოდ 1 მიმართულება უნდა შეარჩიოთ. ეს შესარჩევი ფაქტორები კი შემდეგია:

1-    ჩამოთვლილთაგან რომელი გამოგდით ძალიან კარგად;
2-    ყველაზე მეტად ფულს რა მოგიტანთ;
3-    ყველაზე ცოტა დრო რომელს დასჭირდება. 

       დაკავდით ამ პრინციპით შერჩეული საქმით და როგორც უკვე წარმატებულები და მულტიმილიონერები აცხადებენ, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, მასში ჩადოთ თქვენი დრო,  თუ ჯერ არ ხართ პროფესიონალი, ისწავლოთ და გახდეთ ერთ-ერთი საუკეთესო თქვენს მიერ შერჩეულ სფეროში. 

ფიქრია ჭალიძე
Populars.ge


 


ინფორმაციის გავრცელება populars.ge-ს აღნიშვნისა და მითითების გარეშე აკრძალულია. ის წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალ populars.ge-ს საკუთრებას. 


 

 
 

 

 
 
Категория: ბიზნესი | Просмотров: 1533 | Добавил: popularsge | Теги: ბიზნესი, ბიზნეს რჩევები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0