20:26 როგორ გავყიდოთ ეფექტურად /ნაწილი I | |
(თუ საიტზე შემოსული ხართ ტელეფონით, მაშინ საიტზე ინფორმციების ადვილად წასაკითხად უნდა შეასრულოთ ჩახვიდეთ გვერდის სულ ბოლოში, დააჭიროთ ტექტს "საიტის სრული ვერსია" და საიტი გადავა მობილურ ვერსიაზე) ნაწილი I ხშირ შემთხვევაში ადამინს, რომელიც გაყიდვებზე მუშაობს, ეფექტურად ფულის გამომუშავებაში საკუთარი ფიქრები, ეჭვები და თვითკრიტიკა უშლის ხელს. ასეთი ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ, როცა ფულზე საუბრობენ, შესრულებული საუშაოსთვის ანაზღაურებას ითხოვენ ან რაიმე პროდუქტს ჰყიდიან.
სინამდვილეში, უმრავლესობა, როდესაც პოტენციურ მყიდველს პროდუქტს თუ სერსვისს სთავაზობს ფიქრობს არა იმაზე, რასაც სთავაზობს, არამედ სხვა ათას რამეზე, მაგალითად: „როცა ფულს ვახსენებ, არას იტყვის; ალბათ ფული არ აქვს; ახლახანს არ თქვა პრობლემები მაქვსო; ახლა ქვეყანაში კრიზისია, ვინ იყიდის“ და ა.შ. ისინი პრეზენტაციას ახდენენ ერთის და თავში უტრიალებთ მეორე. ჯამში ღებულობენ იმას, რასაც ფიქრობენ.
ამ კითხვაზე, დარწმუნებული ვარ, პირველი, რაც გაგახსენდათ შემდეგი ფრაზაა: „წაიღე, შენია, შენს ტანზეა შეკერილი“ და ა.შ. (თუ კიდევ რამე გაგახსენდათ, კომენტარებში მოგვწერეთ ) მიუხედავად იმისა, რომ შესაძენი ტანსაცმელი თქვენი პარამეტრებისგან ძალიან შორსაა. არა, რა თქმა უნდა, ასე არ უნდა გაყიდოთ! ვინმეს ის კი არ უნდა შესთავაზოთ, რაც არ სჭირდება ან „შეატენოთ“, არამედ უნდა დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. „გაყიდვა _ ესაა, როცა ადამიანს ეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“. ანუ კლიენტს უნდა აუხსნათ და დაარწმუნოთ, რომ თქვენი მომსახურების თუ პროდუქტის შეძენით, ის შეძლებს რაღაცა, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას. თქვენი ამოცანაა, ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რას მიიღებს ადამიანი თქვენი პროდუქციის ყიდვისას ან მომსახურების მიღებისას. გააანალიზეთ და ამაზე ესაუბრეთ. ასეთ შემთხვევაში წვრილი, ნეგატიური ფიქრებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. მოგეხსენებათ, ადამიანს გააჩნია ლოგიკა და ემოცია. გაყიდვებზე მუშაობისას თქვენ უნდა იმუშავოთ ორივეზე. როდესაც თქვენი პროდუქტის საჭიროების შესახებ მყიდველს ლოგიკურ ფაქტებს ჩამოუყალიბებთ, ის დაიწყებს ფიქრს. ხოლო როცა ამას ემოციურადაც გააკეთებთ და დაანახებთ მას თქვენი მომსახურების მიღებით თავისი ოცნების ასრულებას, ცხოვრების გაუმჯობესებას და მიუთითებთ, რომ ეს სჯობს გააკეთოს დღესვე, მას ყიდვისაკენ უბიძგებთ. გაყიდვები, გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში თქვენს თვითდარწმუნებაზეა დამოკიდებული. როგორი დარწმუნებულიც გადასცემთ კლიენტს, და როგორც დაანახებთ, ისე გაგეყიდებათ. უნდა ეცადოთ, რომ კლიენტისთვის საჭირო ინფორმაცია ისე მიიტანოთ კლიენტამდე, რომ მას განწყობა აუმაღლდეს, ენთუზიაზმით აივსოს და მაშინ ის უკვე იმოქმედებს, მზად იქნება რამის შესაცვლელად და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ
ინფორმაციის გავრცელება populars.ge-ს აღნიშვნისა და მითითების გარეშე აკრძალულია. ის წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალ populars.ge-ს საკუთრებას.
| |
|
Всего комментариев: 0 | |