Главная » 2018 » სექტემბერი » 4 » რითი დაიმსახურეთ ასეთი ურთიერთობა თქვენს რჩეულთან და როგორ გამოასწოროთ ის
18:14
რითი დაიმსახურეთ ასეთი ურთიერთობა თქვენს რჩეულთან და როგორ გამოასწოროთ ის

გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ ხდება, რომ ქალების ერთი ნაწილი მამაკაცისგან იღებს სიყვარულს, პატივისცემას, კარგ ურთიერთობას, ხოლო მეორე ნაწილს, „კარგ გოგონებს“ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ან ვერ ამჩნევენ ან ბედი არ სწყალობთ და სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან? თუ ფიქრობთ, რომ მამაკაცისგან შეუძლებელია მიიღო ისეთი დამოკიდებულება და პატივისცემა, როგორსაც იმსახურებთ, ძალიან ცდებით. 

ხშირად გასათხოვარი გოგონები (და არამარტო გასათხოვარი) ამბობენ _ მე არ მიყვარს ყვავილები, რა სისულელეა; საჩუქრები დღესასწაულებზე, ბანალურია; რა აუცილებელია საჩუქრები, მთავარი ურთიერთობაა; დაოჯახება ხო „ვაფშე“, მოძველებულია, საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას; არ ვსაჭიროებ მამაკაცის დახმარებას, თავადაც კარგად შემიძლია ყველაფრის კეთება, ბინაც მაქვს, მანქანაც და კარგი სამსახურიც და ა.შ. ასევე, არსებობენ გოგონები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი საქციელებით მამაკაცს დაანახონ თუ როგორი პრაქტიკულები, ნაკლებად მომთხოვნები არიან, როგორ სჯობიან მუდმივად გამომწვევად ჩაცმულ და პრეტენზიულ გოგონებს, რომ არჩევანი სწორედ მასზე უნდა შეაჩერონ, პატივი სწორედ მათ უნდა სცენ, თუმცა, ასეთი დამოკიდებულებითა და შეხედულებით, სულ სხვა შედეგს იღებენ.



შეგიმჩნევიათ, ალბათ, სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელიც დიდად არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მამაკაცები თავს დასტრიალებენ ყოველთვის, არც საჩუქრებს და არც საკუთარ ყურადღებას არ აკლებენ. ეს იმიტომ, რომ ასეთ გოგონებს საკუთარი თავის მიმართ უკეთესი დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე იმ უცხო მამაკაცის მიმართ, რომელიც მისთვის ჯერ არავინაა. დაგიფიქსირებიათ, „კარგი გოგონები“ ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევიან? ისინი  ცდილობენ, მამაკაცს ეგრევე მოეწონონ, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან ეს კაცი რამდენად შეეფერებათ და არის თუ არა ღირსეული...  ასეთი ტიპის მანდილოსნებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ მაგრები არიან. 


 


ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის სარკისებური დამოკიდებულება აქვთ ქალის მიმართ. თუ მანდილოსანი ფიქრობს, რომ არაა ყვავილების, საჩუქრების, შეთავაზების, ქორწინების, ჯვრისწერის, მოგზაურობის, საკუთარ თავში ფულის ჩადების ღირსი, მამაკაციც გრძნობს ამას და ისიც ასევე იწყებს აზროვნებას. კაცი ყოველთვის გრძნობს, რომ ქალი მზადაა მხოლოდ ემსახუროს და გასცეს, სხვანაირად ის უსარგებლოდ თვლის თავს. ამ დროს თქვენი რჩეულიც ფიქრობს, „ დავთვლი რამდენად სასარგებლოა ის ჩემთვის. იქნებ დროა უკვე უკან გავუშვა“. იმიტომ რომ კაცები სხვანაირად არიან მოწყობილები. 

მამაკაცს უყვარს ქალი არა იმიტომ, რომ ის ყველაზე ლამაზი, კარგი ხასიათის ან კარგად დასაქმებულია... არამედ მას რჩეულში საკუთარი სიყვარული, ზრუნვა და ამაგი უყვარს. ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას აკეთებთ თქვენ, არამედ ის, თუ რას აკეთებს თავად თქვენთვის. 



აგრძნობინეთ თავი გმირად, რაინდად, ეს მას სულ ემახსოვრება. 

თუკი მისი ყვავილების მორთმევისას აღფრთოვანდებით, ის ამას დაიმახსოვრებს და შემდეგში უფრო მეტს და უკეთესს მოგართმევთ. ქალები ჩვენი რეაქციებით ვმუხტავთ მამაკაცებს ენერგიით, რომელიც მათ წინსვლისა და ბედნირებისაკენ უბიძგებთ. ამ დროს კაცს უნდება მეტის და მეტის გაკეთება თქვენთვის და ეს ხომ ლოგიკურია? გამოხატეთ თამამად თქვენი კმაყოფილება და ბედნიერება მისი საქციელებისა და საჩუქრების გამო. ის ამას ყოველთვის იმახსოვრებს და შემდეგ სახლიდან თვალებგაბრწყინებული, კმაყოფილი, ბედნიერი, მხრებშიგამართული, საკუთარ თავში დარწმუნებული გადის. მან იცის, რომ გაგახარათ, ის ყოჩაღია. მან თავის გოგონას აჩვენა, როგორ უყვარს, როგორ სცემს პატივს. ამ დროს კაცისაგან სულ სხვა ენერგია იწყებს დინებას, რასაც სამსახურში უფროსებიც ამჩნევენ და ხშირ შემთხვევაში აწინაურებენ კიდეც მათ. ეს მაგიასავით მოქმედებს.  თუ არ გჯერათ, აუცილებლად გადაამოწმეთ (განსაკუთრებით, თუ უკვე ცოლი ხართ!).

 ამიტომ, შეცვალეთ ქალბატონებო დამოკიდებულება თქვენი თავის მიმართ, სათანადოდ ეცით პატივი თქვენს თავებს. ჯერ თქვენ თვითონვე იგრძენით რომ მამაკაცის მხრიდან ღირსი ხართ სასიამოვნო საქციელების, მიიღეთ ღირსეულად თქვენი რჩეულისგან და მიეცით მასაც მისთვის საჭირო დადებითი ემოციები და ენერგია. აგრძნობინეთ შეყვარებულსა თუ მეუღლეს, რომ მას შეუძლია, ყველაფერი გამოსდის ახლაც და მომავალშიც, დააგემოვნებინეთ გამარჯვების გემო. რადგან ასეთ შემთხვევაში კაცი თვითონაც სხვანაირადაა თავისი თავის მიმართ განწყობილი და მის ირგვლივ გარემოც უფრო პოზიტიურად განეწყობა მისდამი. ეს შეცვლის, როგორც თქვენს, ისე მის მთელ ცხოვრებას უკეთესობისაკენ. 

სხვადასხვა წყაროების მიხედვით გადმოთარგმნა და

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ

P.s. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის, გაუზიარეთ სხვებსაც. მოგვწერეთ კომენტარებში, თუ გსურთ მსგავსი თემის მასალები კიდევ შემოგთავაზოთ. 


მასალების გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასოა. 

 ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს ( "populars.ge" -ს) დასახელება.
"populars.ge" -ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ პუბლიკაციის საფასურის გადახდის შემთხვევაში.
ერთი პუბლიკაციის გამოყენების საფასური შეადგენს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.



 

 

 
 
 
 
Категория: რჩევები | Просмотров: 1746 | Добавил: popularsge | Теги: რჩევები, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0