ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის.
„ძვირფასო მეუღლევ!
მინდა, ბოდიში მოგიხადო.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გაკლდა ყურადღება ოთხწელ ნახევარი. ძალიან ვწუხვარ, რომ შენი მოთხოვნილებები ახლა მეორე ადგილზეა. გარწმუნებ, შენ ისევ ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარ, უბრალოდ, უკვე არა ყველაზე მთავარი.
ვიცი, რომ შენ გაქვს მოთხოვნილებები, სურვილები, ოცნებები და გეგმები. როცა ვლაპარაკობ, რომ მინდა, შენი დასაყრდენი ვიყო, არ ვცბიერობ. ვიცი, მოგბეზრდა ჩემი თავის მართლებები, რომ დავიღალე, რომ თავი მტკივა ან საერთოდ უკვე მძინავს, როცა ცდილობ მომეკრა.
დამიჯერე, მე თვითონაც არ ვიტყოდი უარს მქონდეს იმდენი ძალა, რამდენიც 5 წლის წინ მქონდა. ან თუნდაც ორი კვირის წინ, როცა ვრეცხავდი, ვაუთოვებდი და თავ-თავის ადგილებზეც კი დავაწყვე 9 ყუთი თეთრეული. შენ ეს არ გინახავს, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა შენთვის აუცილებელ დასვენებას მოწყვეტოდი.
ვიცი, ხანდახან გეჩვენება, რომ ჩვენ უბრალოდ, პარტნიორები ვართ და არა ცოლ-ქმარი. და ეს ასეცაა. არის ხოლმე მთელი დღეები და კვირებიც კი, როცა მეც ასე მეჩვენება. იცი, რა მინდა ჩვენი ქორწინებისთვის _ მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო. იმიტომ, რომ ერთად ჩვენ ძალიან კარგები ვართ.
პრობლემა იმაშია, რომ ჩემი ცხოვრება, ჩემი ტვინი და ჩემი სხეული მთლიანად ეძღვნება იმას, რომ ვიყო ბიჭების დედა, რომლებიც ერთი-ერთში გგვანან შენ. მაშინაც კი, როცა მათ ღრმად სძინავთ, ჩვენ დივანზე ვსხედვართ და კინოს ვუყურებთ, ჩემი ტვინი მაინც დედის რეჟიმში რჩება.
მე ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე; ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ათი წლის შემდეგ. ვცდილობ გამოვიცნო გაქვს თუ არა ხვალისთვის სამუშაო ტანსაცმელი. ვღელავ ფულის გამო, ბავშვების განვითარებისა და რძის გამო. საკმარისი რძე გვაქვს თუ არა? მე არ შემიძლია დედობის გამორთვა. ამ მომენტისთვის მე დედა ვარ. და ეს ძალიან მღლის ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად.
არ მინდა, იფიქრო, რომ შენ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდი. მე შენს გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი_ და არც მომინდებოდა. მაგრამ ფაქტი ფაქტია: შენ დიდი ხარ და შეგიძლია შენს თავზე იზრუნო. რახან არჩევნებში ხმის მიცემა შეგიძლია, ე.ი. შეძლებ თვითონ მოიმზადო ვახშამი. რახან მართვის მოწმობა გაქვს, მაშინ ნამდვილად შეძლებ დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერას.
როცა სამუშაოდან მოდიხარ შენ, სამწუხაროდ, ჩემი ყველაზე ცუდი ვარიანტი გრჩება. უკეთესი ჩვენს საერთო შვილებთან წავიდა. საიდუმლოს გაგიმხელ: გარკვეულ დღეებში ჩემი უკეთესი ვარიანტი, უბრალოდ, არაა. არ არსებობს და მორჩა.
მე არ შემიძლია არ ვიზრუნო შენს ჯანმრთელობაზე, ბიჭების ჯანმრთელობაზე, ჩვენი შინაური ცხოველებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე. გამოიცანი, ვისი დაიგნორება მიწევს? შენი არა. არც ბავშვებისა და ცხოველების. როცა ვამბობ, რომ ცუდად ვარ, როცა ვამბობ, რომ ვერ გამოვიძინე, ეს იმიტომ, რომ ჩემს თავზე ზრუნვის დრო არ მქონდა.
შენ მირჩევ წავიდე ექიმთან, უკეთ ვიკვებო, დავლიო მეტი წყალი, მაგრამ მე ჩემი -თავისთვის ბოლო პრიორიტეტი ვარ. ვიცი, რომ ეს არასწორია და არც ვჩივი. უბრალოდ, გიხსნი, როცა ვინმე იძულებულია გააკეთოს რაიმე, იმიტომ, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფრის გაკეთება, ამის გაკეთება მე მიწევს.
მე ვშიშობ ძილში შენი აპნოეს (სუნთვის შეჩერება) გამო, შენი ალერგიის გამო, შენი მუხლების სპაზმების გამო. მე ვშიშობ ალექსის გამონაყარის გამო და ბენის მოულოდნელი ცინგლის გამო. ვშიშობ ჩვენი ძაღლის ყურების გამო და ვღელავ, რამდენი ეღირება მისი ვეტერინართან წაყვანა.
როცა ამ ყველაფერზე ჩავფიქრდები, ვნერვიულობ, რომ თევზებს აკვარიუმში ბევრი წყალმცენარეები აქვთ და რომ მათ წყლის გამოცვლა სჭირდებათ. ეს ემატება დაუსრულებელ სიის პუნქტებს, რომლებიც ჩემში დანაშაულის გრძნობას იწვევს, როცა დაძინებას ვცდილობ. შენ ამაში დამნაშავე არ ხარ. მე შენ არ გადანაშაულებ და არ მინდა, რომ სხვანაირი იყო.
შენ წარმოუდგენლად ბევრს აკეთებ ჩვენი ოჯახისთვის. მე არ ვიცნობ არავის, ვინც შენსავით ბევრს მუშაობს. მე არასოდეს შევხვედრილვარ ვინმე სხვას, ვინც შენსავით იზრუნებდა სხვებსა და ჩემზე. ყოველ ჯერზე, როცა ვხედავ, როგორ ეხმარები ვინმეს და ვიცი, რომ ამით შენ არაფერი სარგებელი არ გაქვს, კიდევ უფრო ძლიერად მიყვარდები. შენ ყველაზე კეთილი და მოსიყვარული მამა ხარ მთელს სამყაროში. ისინი ხომ ტყუილად არ ტირიან, როცა სამსახურში მიდიხარ. ის, რომ შენ მათი მაგალითი ხარ მავსებს სიყვარულითა და სიამაყით.
მე ის აღარ ვარ, ვისზეც შენ 11 წლის წინ დაქორწინდი. მე შევიცვალე და დავემსგავსე ცოლს, დედას, მეგობარს და მცველს განრიგით. მე დამგეგმავი და მყიდველი ვარ. მე მზარეული ვარ ქათმისა და მაკარონის სპეციალობით. მე დიასახლისობის უცოდინარი დიასახლისი ვარ. მე გულშემატკივარი და ბიბლიოთეკარი ვარ. მე ექთანი და თავთან მჯდომარე ვარ.
არაფრის გამო არ შევცვილიდი რამეს. არ მჭირდება სხვა ცხოვრება. მიყვარხარ და მიყვარს ჩვენს მიერ შექმნილი ცხოვრება. მაგრამ მე ის იმპულსური, სექსუალური ცელქი გოგონა, რომელიც შენ ოდესღაც გაიცანი აღარ ვარ. მე დედა ვარ. და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ყოველთვის მოსიყვარულე, შენი მეუღლე ლორა ბიოკსი“.
ეს წერილი ეკუთვნის მწერალ ლორა ბიოკს ნიუ-ჯერსიდან, რომელიც დღე წერს, ხოლო ღამე ტყუპ 4-წლის ბიჭებს დასდევს.
თარგმნა ფიქრია ჭალიძემ
ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:
რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა
ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე ...
მითი და რეალობა ალერგიის შესახებ
სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე ...
13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ
მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...
8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!
ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...
საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო)
ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...
შემოდგომის 9 სტილის პალტო ქალებისთვის
დადგა პრეტენზიული შემოდგომა და მოვიდა დრო, შარფებისა და თბილი სამოსის. მიმდინარე წელს მოდაშია გრძელიც და მოკლე პალტოც. გთავაზობთ შემოდგომის 9 ტრენდს...
|