Главная » 2016 » ოქტომბერი » 1 » მითი და რეალობა ალერგიის შესახებ
08:53
მითი და რეალობა ალერგიის შესახებ

სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე:

ალერგია მემკვიდრეობით გადადის? მემკვიდრეობით გადაეცემა არა დაავადება, არამედ ალერგიული რეაქციების განვითარებისადმი მომატებული. თუ ბავშვის ერთ-ერთ მშობელს აწუხებს ალერგია, მისი აკერგიისადმი მიდრეკილების შანსი 33%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ ალბათობა ორჯერ იზრდება. ალერგიით რომ არ დაავადდეთ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი. თავის დროზე იმკურნალეთ ქრონიკულ დაავადებებზე. იკვებეთ ჯანსაღად და ექიმის დანიშნულების გარეშე ბოროტად ნუ გამოიყენებთ წამლებს.

ძნელია ალერგიის გამოცნობა. ის ხშირად ინიღბება სურდოს ან მწვავე რესპირატორული, ბრონქიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სახით. ალერგიული ადამიანი შეიძლება წლობითაც კი მკურნალობდეს სხვადასხვა დაავადებას და არც კი ეჭვობდეს, რომ მას ალერგია აქვს... რომ აღმოვაჩინოთ დაავადება, უნდა დააკვირდეთ თქვენს მდგომარეობას. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის აშლილობა თავს იჩენს რომელიმე პროცედურის შემდეგ, ან სურდო გეწყებათ წლის ერთსა და იმავე დროს, ე.ი. უნდა გამოიკვლიოთ, ამი მიზეზი ალერგია ხომ არ არის. დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ კანის ალერგიის სინჯები.

ალერგია მწვავდება ყვავიობის პერიოდში. მართალია, თუ ეს ეხება პოლინოზს (ალერგია ყვავილის მტვერზე), მაგრამ, ზოგადად მტვერზე, ცხოველის ბეწვზე, ზოგიერთ პროდუქტსა ან წამალზე _ მთელი წლის განმავლობაში, სეზონისგან დამოუკიდებლად ხდება ალერგიის გამწვავება. დღეისათვის აღმოჩენილია 20 ათასამდე სხვადასხვა ალერგენი. მისი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაავადება არ იკურნება. ასე არ არის. დღეს არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მიიღწევა ორგანიზმის უგრძნობლობა ამა თუ იმ გენისადმი.  ერთ-ერთი ასეთი ხერხია ვაქცინაცია _ სუბლინგვალური იმუნოთერაპია. ამ პროცედურის დროს ენის ქვეშ აწვეთებენ ალერგენებს და თანდათანობით ზრდიან დოზას. მკურნალობა გრძელდება 3-5 წელი. 

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა

ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე ...  

 

13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ

მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...

 

 

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...

 

საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო)

ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...

 

“ძვირფასო მეუღლევ! მე ის აღარ ვარ, ვისზეც იქორწინე...“

ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის... 

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 1898 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar