Главная » 2016 » ოქტომბერი » 1 » რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა
14:26
რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა

ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ თმის ცვენა უკავშირდება ენდროკრინული, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის პრობლემებს. თუ თმამ დაიწყო გაძლიერებულად ცვენა, ორგანიზმს რაღაც უჭირს. ამ დროს უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს.

თმის დაზიანებას იწვევს:

  • უმეტეს შემთხვევაში თმაზე უარყოფითად მოქმედებს გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა დაავადებები, რომლებსაც თან სდევს მაღალი სიცხე. თმამ შეიძლება დაიწყოს ცვენა გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგაც... სხვა პათოლოგიებს შორის თმას ამეჩხრებს და ასუსტებს თირკმლების ქრონიკული დაავადება.  
  • მუდმივი სტრესები, უძილობა, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასწორი დღის რეჟიმი ბევრი სერიოზული დაავადების მიზეზია, მათ შორის _ თმის ცვენისაც.
  • თუ ხანმოკლე დროის განმავლობაში ძალიან გახდით, ეს მაშინვე აისახება თმის მდგომარეობაზე. ცხიმის დაკარგვასთან ერთად ორგანიზმი კარგავს ცხიმის გამსხნელ ვიტამინებსა და მინერალებს, რომელიც აუცილებელია თმის ჯანმრთელობისათვის.


                          წონაში უნდა დაიკლოთ ნელა და დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ბალანსირებული. თმას აუცილებლად სჭირდება რკინა, თუთია, კალციუმი, A, C, E, F და B ჯგუფის ვიტამინები.

  • ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს იმუნური სისტემის სინთეზირებაში, მისი არასწორი მუშაობა ზეგავლენას ახდენს იმუნიტეტის მაჩვენებელზე. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოდიტი, სხვადასხვა სტადიისა და ხარისხის ჩიყვი ზეგავლენას ახდენენ თმის ზრდაზე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს ადამიანი თმას კარგავს ნელა, ხოლო ჰიპერთირეოზის დროს _  ადგილ-ადგილ გამელოტებაც კი შეინიშნება. თმის განკურნება უნდა მიმდინარეობდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციასთან ერთად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონული თერაპია. ასევე სასარგებლოა, ორგნიზმს დავეხმაროთ სამედიცინო საფუვრით, იოდის შემცველი პროდუქტებით (ზღვის კომბოსტო, ბროკოლი და სხვა.) 

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

მითი და რეალობა ალერგიის შესახებ

სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე ...

 

13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ

მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...

 

 

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...

 

საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო)

ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...

 

“ძვირფასო მეუღლევ! მე ის აღარ ვარ, ვისზეც იქორწინე...“

ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის... 

Категория: სილამაზე | Просмотров: 2054 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar