11:45 "გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა ლამის ჰარვარდზე ძნელი გახდა" | |
ლამის, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ”მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგად გამოჩნდა, რომ თბილისი რაოდენობრივად იზრდება და რეგიონები მცირდება. გარდა იმისა, რომ შობადობა გაზრდილია, სოფლიდან ქალაქისკენ და კონკრეტულად, რეგიონებიდან თბილისისკენ მოძრაობა გაზრდილია. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება პირობითად შემცირდეს საჩხერეში, ჩოხატაურში და გაიზარდოს თბილისში. ყველაზე სწრაფად იზრდება გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, სადაც არის დიდი უბნები, რადგან იქ შედარებით ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ფართი. რაოდენობა იზრდება საბურთალოზეც და სხვა უბნებშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იზრდება გლდანში. მოკლედ, ჰარვარდზე ძნელი გახდა, გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, ლამის მართლა. როდესაც 9:00 საათზე რეგისტრაცია იხსნება, 5-10 წუთში მთავრდება. არის სკოლები, სადაც ადგილები არის, მაგრამ მუხიანში მცხოვრებ ოჯახს ვერ ეტყვი, – მოდი, აგერ, მშვენიერი სკოლა არის ნაძალადევში და იქ ატარე ბავშვი, ან სხვა მიმართულებით. მოკლედ, ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ გავძვრებით”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ასევე იხილეთ სხვა მასალებიც: რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე ...
მითი და რეალობა ალერგიის შესახებ სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე ...
13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...
8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ! ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...
საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო) ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...
“ძვირფასო მეუღლევ! მე ის აღარ ვარ, ვისზეც იქორწინე...“ ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის... | |
|
Всего комментариев: 0 | |