09:37 ყვავილები სილამაზის სამსახურში | |
ბევრი ყვავილი არა მარტო ახარებს თვალს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, არამედ გვჩუქნის თავის სილამაზეს და გვეხმარება ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში. არაც ერთი მცენარე არ არის ისე გამოყენებული კოსმეტოლოგიაში, როგორც ვარდი. მისი ფურცლების ექსტრაქტს აქვს დამარბილებელი და შემკვრელი თვისება, ვარდის ზეთი გამოიყენება ნებისმიერი სახის კანის მოსავლელად. ის კურნავს აკნეს, აღადგენს მოდუნებული სახის კანის ელასტიურობას. კალენდულას (გულყვითელას) ყვავილებს აქვს ბაქტერიოციდულ და დამამშვიდებელი თვისებები. იცავს კანს ანთებისგან, ამაგრებს სისხძარღვებს. განსაკუთრებით აფასებენ კალენდულას თვისებებს ცხიმიანი და პრობლემური სახის კანის მქონე ქალბატონები. ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ სახე სპეციალურად დამზადებული ნაყენით. შროშანის სურნელოვანი და ნაზი ყვავილების ნაყენი მსუბუქად ჭიმავს და არბილებს კანს. ხელს უწყობს ნაკაწრებისა და იარების შეხორცებას, ამშვიდებს კანს და ასტიმულირებს ახალი უჯრდების ზრდას. ნაყენი თვითონაც შეგიძლიათ მოამზადოთ: მომნანქრებულ ჭურჭელში 2 ს/კ შროშანის ყვავილების ფურცლებს წყლის დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი, თავდახურული 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და გადაასხით ბოთლში. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2 დღისა. თმას ბრწყნვალება მოემატება თუ გადაივლებთ ცაცხვის ყვავილის ნაყენს. გვირილის ნაყენი ოქროსფერს აძლევს თმას: 100 გ გამხმარ ყვავილებს დაასხით 0,5 მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და დაისველეთ თმა მზა ნაყენით. ღიღილოს ნაყენს იყენებენ სებორეას სამკურნალოდ. გთავაზობთ რეცეპტს: 2 ს/კ ღიღილოს ყვავილებს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. თავდახურული გააჩერეთ 2 საათი. თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე. თავშავას ნაყენის თავზე გადავლების შემდეგ თმა ხდება რბილი და აბრეშუმისებრი. ბეგქონდარას ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი ამაგრებს თმას. ასევე იხილეთ სხვა მასალებიც: რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე ...
მითი და რეალობა ალერგიის შესახებ სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე ...
13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...
8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ! ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...
საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო) ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...
“ძვირფასო მეუღლევ! მე ის აღარ ვარ, ვისზეც იქორწინე...“ ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის... | |
|
Всего комментариев: 0 | |