17:37 როგორ გავყიდოთ ეფექტურად /ნაწილი II | |
(თუ საიტზე შემოსული ხართ ტელეფონით, მაშინ საიტზე ინფორმციების ადვილად წასაკითხად უნდა შეასრულოთ ჩახვიდეთ გვერდის სულ ბოლოში, დააჭიროთ ტექტს "საიტის სრული ვერსია" და საიტი გადავა მობილურ ვერსიაზე) ნაწილი II როდესაც გაყიდვებზე მუშაობთ, უნდა გაითავისოთ, რომ ხალხს ყოველთვის შეუძლია ფულის შოვნა, მთავარია, თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება სჭირდებოდეს და მის ფასეულობაში დარწმუნდეს. მომხმარებელი ყოველთვის მოძებნის საჭირო ფულს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს. ადამიანები ამ ფულს მაინც დახარჯავენ. წავლენ და ამ თანხას სადმე კაფეში ან გასართობ ცენტრში გადაიხდიან. თუ თქვენ გაცილებით სასარგებლო რამეს სთავაზობთ, ალბათ უმჯობესია, სწორედ თქვენს პროდუქციასა თუ სერვისზე დახარჯონ.
კლიენტთან საუბრისას უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რასაც სთავაზობთ. ხო, შესაძლოა ზოგმა არ მოგისმინოთ, იგნორი გაგიკეთონ, გაგაკრიტიკონ, მაგრამ მერე რა, ეს ნორმალური მოვლენაა. ისწავლეთ არას თქმა წარმატებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ისწავლოთ არას თქმა. როცა ამას შეძლებთ, მიხვდებით, რომ სინამდვილეში ხალხს ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ _ ისინი. ხან საჭიროა, ცუდი კლიენტი გააგდოთ და შემდეგ კარგი კლიენტურა დაგრჩებათ. ზედმეტად პრეტენზიულს დაუბრუნეთ ფული და გაუშვით, უთხარით, „ბოდიში, თქვენ ვერ მოგემსახურებით“. დაინახავთ, რომ შემდეგ კარგი შედეგები გექნებათ. მაშინ გათავისუფლდებით კრიტიკისა თუ სხვა შიშის მომგვრელი ფიქრებისაგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ უნდა ვებღაუჭებოდეთ კლიენტებს. ორ მაგალითს მოგიყვანთ. 1) ორგანიზაციას სჭირდება კარგი კადრები, მაშინ მან უნდა ისწავლოს ცუდის გაგდება, მისთვის უარის თქმა. 2) გოგონას უნდა გათხოვება. 10 ბიჭს სურს მასთან ოჯახის შექმნა. თუ კარგზე უნდა გათხოვება, მან უნდა შეძლოს ცუდი კანდიდატურებისთვის არას თქმა, რათა იპოვოს ის, ვინც მას ყველაზე მეტად შეეფერება. ამიტომ, თუ გინდათ განვითარება, ისწავლეთ უარის თქმაც. არ შეგეშინდეთ. თუ ხალხს შეუჩნდებით და შეაწუხებთ, ეს არასწორი იქნება! შექმენით ადამიანში მწყურვალე სურვილი, უთხარით, „დაფიქრდით, გთხოვთ, კარგად დაფიქრდით!“ და შემდეგ ცოტათი განზე გადექით. მაშინ ის მიხვდება, რომ ეს მას სჭირდება და არა _ თქვენ. იმისთვის, რომ მოსაუბრე ამას მიხვდეს, ჯერ უნდა გადასცეთ თქვენი ხედვა თქვენს პროდუქციასა თუ სერვისის სარგებლიანობაზე და შემდეგ შესთავაზოთ შეძენა. არ ეხსვეწოთ მას, არ დაურეკოთ და არ შეაწუხოთ! როცა ორჯერ-სამჯერ ურეკავთ, კლიენტი იწყებს ფიქრს, რომ დასდევთ. ამ სფეროში მუშაობისას უნდა გქონდეთ მიდგომა და რწმენა, რომ _ ეს არა, სხვა იყიდის. თქვენი განწყობა საქმეზე ყოვეთვის ისახება. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რომ თქვენი ამოცანაა ხალხის დახმარება. თუ ხედავთ, რომ ადამიანს თქვენი პროდუქტი სჭირდება, უშველის, შეატყობინეთ მას ამის შესახებ. მაგრამ არ ეხვეწოთ! დაუსვით კითხვები ისე, რომ კლიენტმა თვითონ დააარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ეს პროდუქტი თუ სერვისი სჭირდება და არა თქვენ - ის. ეძებეთ ისინი, ვისაც თქვენი პროდუქტი, სერვისი ესაჭიროება და მზადაა მოგისმინოთ. თუ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ, მოგვწერეთ და გააზიარეთ სხვებსაც. მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ ინფორმაციის გავრცელება populars.ge-ს აღნიშვნისა და მითითების გარეშე აკრძალულია. ის წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალ populars.ge-ს საკუთრებას.
| |
|
Всего комментариев: 0 | |